ილია ბოიაშოვი
ბოიაშოვი ილია ვლადიმერის ძე (1961 წ.) — მწერალი, ისტორიკოსი, მთარგმნელი. პრემია ,,ეროვნული ბესტსელერის’’ ლაურეატი(2007).
დაამთავრა გერცენის სახ. ლენინგრადის სახ. პედ. ინსტიტუტი. მუშაობდა ექსკურსიამძღოლად, ფოსტალიონად, კინო მექანიკოსად, დარაჯდ. ასწავლიდა ისტორიას, ნახიმოვის სახ. სამხედრო საზღვაო სასწავლებელში. იყო ერთერთი გამომცემლობის რედაქტორი. ჟურნალ „ავრორას“ პასუხისმგებელი მდივანი. პერიოდიკაში პირველი პუბლიკაციები ჰქონდა 1988წ. რომან ,,მურას გზას“ გამოსვლის შემდეგ ბოიაშოვს „პროზის კუსტურიცა“ უწოდეს. მისი რომანი: ,,ტანკისტი, ანუ თეთრი ვეფხვი“ და ნარკვევები, „ედემი“, კოკონი“ და სხვა, მკითხველებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
კრიტიკოსთა აზრით, ბოიაშოვის ტექსტებს პირდაპირ ესთეტიკაში გადავყავართ, სალოსობის რუსული, ბალაგანურ-სახუმარო, სიცილის მომგვრელ ტრადიციებში, რომლებიც ახდენენ, წაკითხვად სოციალური ღირებულებების ინვერსირებას.