ალექსეი ვარლამოვი
ვარლამოვი ალექსეი ნიკოლოზის ძე (1963 წ.) — მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, პუბლიცისტი. ,,დიდი წიგნის“ პრემიის ლაურეატი (2007), ასევე მინიჭებული აქვს ალექსანდრე სოლჟენიცინის პრემია (2006) და სხვა.
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, XX საუკუნის რუსული ლიტერატურის მკვლევარი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ა. მ. გორკის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტის რექტორი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული კულტურისა და ხელოვნების საბჭოს წევრი.
მან წერა ბავშვობაში დაიწყო. როგორც მოთხრობების ავტორი პირველად სქელ ჟურნალებში დაიბეჭდა, ასე შედგა მისი დებიუტი. მცირე პროზის პირველი კრებული — „სახლი ოსტოჟიეში».
გამომცემლობა „მოლოდაია გვარდიამ“ გამოსცა ვარლამოვის წიგნები: „შესანიშნავ ადამიანთა ცხოვრება“ — მ.მ. პრიშვინზე, ა.ს. გრინზე, გ.ე. რასპუტინზე, მ.ა.ბულგაკოვზე, ა.ნ. ტოლსტოზე, ა.პ. პლატონოვზე, ვ.მ. შუკშინზე, ვ.ვ. როზანოვზე.
ვარლამოვის ყველა ნაწერში უცვლელია მისი ოდნავ სტილიზებული „კეთილშობილი ძველი დრო“, (უფრო მსგავსი შმელევისა და ზაიცევისა, ვიდრე ლესკოვი და ტურგენევი) რბილი თხრობის ენა, გაუბედავი და ნათელი „პატარა ადამიანის“ მიმართ სიმპათია, თავსმოუხვეველი, მაგრამ ხელშესახები სიმბოლიზმი (ხშირად რელიგიური) ...“ (ა. ნემზერი).