ბედნიერ ნაპირზე


მზე, მდინარე —
მადლი.
თევზების ჩრდილები დარბიან,
თავად კი არ ჩანან.
აგერ ვერცხლისფერად აციმციმდა —
და გაქრა კვალი.
როგორც გადაგდებული მონეტა,
რათა ისევ დაბრუნდეს.