მაქსიმ ზამშევი
დაიბადა 1972 წელს მოსკოვში. დაამთავრა გნესინის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი და ა.მ. გორკის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტი. ავტორია შვიდი პოეტური წიგნისა, მათ შორის: „ნამდვილი ნოსტალგია“ (1999), „დრო ხელისგულზე“ (2003), „პატრიარქებიდან არბატამდე“ (2014), „სააღსარებო დრო“ (2019) და ხუთი რომანი.
მან თარგმნა თანამედროვე პოეტები ბელორუსული, რუმინული და სერბული ენებიდან. მისი ლექსები ითარგმნა მრავალ ენაზე და გამოიცა ცალკეულ წიგნებად აზერბაიჯანულ, ბულგარულ, ბერძნულ, მაკედონიურ, რუმინულ და სერბულ ენებზე. ლაურეატია მრავალი პრემიისა, მათ შორის „მოჯადოებული მოხეტიალე“, ლერმონტოვის, ფ. ისკანდერის, „სუფთა წიგნისა“ და სხვა პრემიებისა. არის რუსეთის მწერალთა კავშირის მოსკოვის საქალაქო ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე, რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის წევრი. არის აგრეთვე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების განვითარების საბჭოს წევრი (HRC), ჩეჩნეთის რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მოღვაწე. დაჯილდოვებულია II ხარისხის ორდენით „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“, საპატიო სამკერდე ნიშნით „პრესისა და ინფორმაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“. გახლავთ „Literaturnaya Gazeta“-ს მთავარი რედაქტორი. ცხოვრობს მოსკოვში.
ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი იაკობ გორდინი აღნიშნავს, რომ ზამშევის ლექსების კითხვისას „უნდა გვახსოვდეს ცნობილი ტერმინი — „ლირიკული გმირი“. ავტორისა და გმირის პოეზიაში გამიჯვნის აუცილებლობა სულაც არ აყენებს ეჭვს პირველის გულწრფელობაში. ეს არის პოეტური ცნობიერების სპეციფიკა, როცა აუცილებლად მწვავდება ავტორის მსოფლმხედველობისა და თვითაღქმის რეალური ნიშნები.