სუნთქვას ჩემი გულის სითბო მიაქვს...

                     
                       * * *

სუნთქვას ჩემი გულის სითბო მიაქვს,
საუკუნეები ხელში შემრჩა,
სხვათა გულგრილობის სინდრომისგან,
ვიცავ სალიერის ბედისწერას.

თეთრი, დახვეული ძაფისაგან,
სადღაც მივიწყებულ გვირგვინს ვკემსავ,
დრო ცივ და უცოდველ ნოტებს ლამბავს,
თვალწინ გაელვებულ თილისმებად.

ისინი მინდორში მიმოფანტეს,
ფუტკრებს დაევანათ ყვავილებზე,
საღამოს მი-მოვიცოტავებ
დროს და მოვისმენ ამ სიმღერებს.

ჩემსავით მარტოსულ სადგურებზე,
სადაც სირცხვილიც კი იყინება,
ვფურცლავ უძველესი წიგნის გვერდებს,
ტირილით ცხოვრება არ მინდება.

დილით კი ნაცრემლი და ნამტირევი,
ჩემკენ წამოსული ჰარი-ჰარად,
მოდის დახუნძლული სალიერი
და სქელ ლუდს მიირთმევს დახლიდართან.