ქურთუკი
როცა ჩემს სამშობლოში, ქარიშხალი დაჰქროდა,
პეტერბურგის ბინდ-ბუნდში შემოვიძვრე ქურთუკი,
ჩემთვის, ბადიშთათვისაც, კარგი იყო, რაც მქონდა,
მაგრამ სული ქურთუკში იწვა, როგორც უკუნში!..
მახსენდება „ოჰ» და „ვახ» იმ საშინელ ამბიდან,
კისტენევკას მოხუცი ორი ქალი წავართვი,
ქურთუკს ბნელში მივყავდი, მერე შუაღამისას,
კატერინას და მუმუს ქურქის სკნელში ვმარხავდი!..
ყვავის სასიხარულოდ, სისხლს ვიდენდი მე მასში,
ტყვიით ოჯახს სამეფოს მაღლა ცაში ვგზავნიდი,
მასში ხის ჭრა მიყვარდა, ყელზე მება ეჟვანი,
მეშინია საუბრის, არც ყოფაა ადვილი!..
მარადიული ცეცხლზე და მტვერდაფენილ კედლებზე,
სჯერა ჩემი ქურდთა და პატრიარქთა ელიტას,
არვინ იცის ვინ როდის გააშიშვლეს, რომელ დღეს?
ამ მოპარულ ქურთუკში, ანუ კრემლში მე ვზივარ!.





