ეკალი

           
დამავიწყდა ყოველი, დავბრმავდი და დავყრუვდი,
დავიბენი, მივეცი ძილს და ანესთეზიას,
ვდგავარ, როგორც ეკალი, ჩინურ ვარდს რომ გაჰყურებს,
გულში რომ ჩავარდნია, სითბო დაუთესია!..

მდინარეზე მინავლდა შუქი საღამოისა,
რაღაც საშინელი ბუ მარჩიელობს, მჩხიბაობს,
ერთ დროს, რომ მივაკალი, იმ მამლის ხმა მოისმა,
დგას, ხარხარებს, უნდა რომ ვალი გადამიხადოს!..

სოკოები საწამლავს მთავაზობენ რატომღაც,
ვოსპიმ, როგორც სატანამ გამიმწარა სიცოცხლე,
მაგრამ კვერნა, რომელიც დგას ჩემს ქოხის მახლობლად,
განსხვავებით ამათგან პატივს მცემს და მიცოდებს.

ძალმიძს მთელი ცხოვრება ქარში ვიდგე ოცნებით,
რაც მეკუთვნის, რაც არა, ის მივიღო უკლებლად,
ახლა უკვე ის ვიცი, რომ არასდროს მოვკვდები,
და არასდროს არ მოგცემ არც შენ ამის უფლებას