სვეტლანა კეკოვა

დაიბადა 1951 წელს ალექსანდროვსკ-სახალინსკიში. დაამთავრა სარატოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ნიკოლაი ზაბოლოცკის და არსენი ტარკოვსკის შემოქმედებათა მკვლევარი. ავტორია ლექსების ოცი კრებულისა, მათ შორის: „შვიდ გორაზე»(2001), „ყვითელი მთის ძირას» (2006), „ემმაუსის გზაზე»(2007), „ლექსები ადამიანებზე და ანგელოზებზე»(2009); „ასი ლექსი“(2012), „კალიგრაფიის გაკვეთილები“(2012), „ვაშლი და ჯვარი“ (2021). მისი ლექსები თარგმნილია ევროპისა და აზიის თითქმის ყველა ძირითად ენაზე. არის ჟურნალების «ზნამიას» და «ახალი სამყაროს» პრემიების ლაურეატი, აპოლონ გრიგორიევის პრემიის, „მოსკოვი — ტრანზიტი»-ის დიდი პრემიის, არსენი და ანდრეი ტარკოვსკის (უკრაინა) სახელობის საერთაშორისო პრემიის, პოეტური პრემია „ანთოლოგიის“, ახალი პუშკინური პრემიის, „მოსკოვის ანგარიშის“ პრემიის, ვოლოშინის საერთაშორისო პრემიისა და სხვათა ლაურეატი. ცხოვრობს სარატოვში.
ლიტერატურათმცოდნემ და კრიტიკოსმა ნაუმ რეზნიჩენკომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ „კეკოვა, თითქოს, კამათობს პუშკინის ქრესტომათიულობაზე „მინდა ვიცხოვრო იმისთვის, რომ ვიფიქრო და ვიტანჯო“, მაგრამ სინამდვილეში ის იმეორებს დიდ პოეტს და თავის ლექსებში მართლაც „ცხოვრობს, აზროვნებს და იტანჯება“.