„ჩვენ გავედით მოსაწევად 17 წლით“...
(ფრაგმენტი)
მაშა
რაც შენ ჩემგან წახვედი, უფრო სწორად, კი არ წახვედი, უბრალოდ გაწყვიტე სატელეფონო საუბარი, თითქოს წაბორძიკდი და შემთხვევით ხელიდან ყურმილი გაგივარდა, ის კი, ტრიალ-ტრიალით დაეცა დაბლა, თითქოს თვითმკვლელი ჩამოფრინდა სახურავიდანო, ჩვენი უიმედო საუბარი, — ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის ასე მელაპარაკებოდი, ცოტას შეყოვნდებოდი, პაუზას გააკეთებდი, ტელეფონი მორზეს მოკლე კოდით დაიწყებდა — «ტუ-ტუ-ს» და შემდეგ დარეკვა აღარ ხერხდებოდა...
მას შემდეგ რაც შენ ჩემგან წახვედი, თუმცა ეს უკვე არაერთხელ მომხდარა, გქონდა მრავალი ასეთი გაუჩინარების პრაქტიკა — იქნებოდა ეს რესტორანი თუ შუა ქუჩა, ამავე დროს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, — მერე მთელი ორი დღე იყო ძებნა-ძიება...
შენ წახვედი და მე მივხვდი, რომ ეს უკვე აღარ იყო არც რეპეტიცია, არც ბლეფი და ისეთი საშინელი მარტოობა დამეუფლა, თითქოს ცხელი, სველი, როგორც წყალში ჩავარდნილი მაშველი, მძიმე, როგორც ლოქო, რომელიც ღრმა ამოსუნთქვით კი არ ივსებდა ფილტვებს, პირიქით, თავისი მკვეთრი სუნთქვით ჩემი ფილტვებიც ქაღალდის ფურცელივთ გაასწორა და მომეჩვენა, რომ ვკვდებოდი, ვკვდებოდი, ვკვდებოდი...
ასეთი დამსხვრეულ-დაშლის მდგომარეობაში ვიყავი. ალბათ, წინა ჯერზეც ბევრჯერ დამმართნია მსგავსი რამ, მაგრამ შენ ბრუნდებოდი და მე, როგორც ბედნიერი ნამშობიარები ქალი, მაშინვე და სრულიად მავიწყდებოდა წინანდელი მდგომარეობა.
შენ წახვედი სატელეფონო ხაზებით, არ გადმოგირეკავს არც ერთი დღის, არც ერთი კვირის შემდეგ და იმ წამში — უცნაური დროებითი ფენომენია — წამში დატეული ერთი კვირა — ვიცოდი, რომ ყველაფერი ნამდვილად დასრულდა. გასული შვიდი დღე, როგორც გამოჯადოვებული ცხედრები გაიბერნენ, გასკდნენ და ათასობით მტკივნეულ წუთებად დაიშალნენ.
ერთხელ მე თმენით, როგორც მებრძოლი რადისტი, ზედიზედ სამი საათის განმავლობაში ვკრეფდი შენს ნომერს, საიდანაც მხოლოდ გამავალი ზარის ხმა ისმოდა. გიგზავნიდი მკაცრ სმს-ბს: „შენ ხარ ფ...კაია ს.ა!» და მაშინვე სათუთ და უმწეოს: „საყვარელო, ამიხსენი რა მოხდა?!“
მე ვცდილობდი თქვენს „Live Journal“-ში მოხვედრილიყავი — საპირფარეშო ქალებისთვის, ტუალეტი ამაზონებისთვის, ქ და ქ-სთვის — მაგრამ შენ გულმოდგინედ წაშალე ჩემი კომენტარი და „დამბლოკე“ (შავი ხის აბანოდან გამომიყვანე და რბილ ზურგში მომკალი).
შენს სადარბაზოსთან დაყარაულებას ვაპირებდი — სახლში შემოღწევა შეუძლებელი იყო, რადგან ლიფტის კარებთან დიდ მკერდიანი კონსიერჟი იდგა, — მაგრამ ეს განზრახვა წინდახედულად უვარვყავი, რადგან მეშინოდა, რომ მარტო არ მოხვიდოდი, არამედ სხვა მამრთან ერთად, როგორც ერთ დროს, ჩემთან, მწერლურ ხელოვნებაში მოვარჯიშესთან.
როგორც ჩვილი, ყველა ნაგავი რომ პირთან მიაქვს, შენც ასე წამიყვანე შენს სახლში საცდელად — წამიყვანე წიგნის მაღაზიიდან, სადაც ჩემს მორიგ ქაღალდის შვილს სიყვარულითა და შიშით წარვადგენდი.
მე მაშინ სულ ახალი ჩამოსული ვიყავი მოსკოვში. როგორც თავიდან ვფიქრობდი — სამუშაოდ. ნოემბრის პირველმა სიცივემ სამუშაო ამინდის ფენომენად მაქცია: ჩემი შემოსავალი მოთეთრო ყინულის ნატეხებად იქცა.
სამი დღე უსახლკაროდ ვიცხოვრე საგამომცემლო ოფისში, შემდეგ კი ვიქირავე ღარიბი კუთხე მეტრო „Теплый Стан“ -თან — ორმაგი სახელი მალევე გაიფილტრა დაშაქრულ ჩირში, შუა აზიის მიგრანტთა გეოგრაფიაში: უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტოპლისტანი. ...
დაბალმა, გოგონასავით დიასახლისმა რვა ათასი გამომწაპნა ოთახში, რომელსაც კარი არ ჰქონდა, მის ნაცვლად ფარდა ეკიდა და მტვრიანი ფანჯარაც, გიგანტური „ბინტისავით“ იმზირებოდა. საწერი მაგიდა არ იყო, ლეპტოპი ჯერ ფანჯრის რაფაზე დავდე, მოგვიანებით კი ავეჯის კარადასთან გადავანაცვლე. კარადის ერთ-ერთი კარი, ციხის კარიბჭის მსგავსად, ჰორიზონტალურად იღებოდა. კარი ვიწრო იყო, მხოლოდ ლეპტოპი ეტეოდა და თაგვისთვის ადგილი თითქმის აღარ რჩებოდა, პატარა მოძრაობით მაუსს იდაყვით ვაგდებდი და ისიც ხეზე ჩამოკიდებული კაცივით შნურზე კონწიალობდა.
დივნის ზემოთ, მარგარინისფრად მოყვითალო კედელში, სამი შიშველი ლურსმანი ერჭო — ტოლფერდა სამკუთხედის უღიმღამო მწვერვალებივით — რომლებზეც ოდესღაც ალბათ ნახატები ან ფოტოები ეკიდა. ოთახის გამჭოლი ფანჯრიდან ქარი ბზუოდა, მე რაღაცეებით შევფუთე ის, მაგრამ იქიდან მაინც იგრძნობოდა მენთოლის სიცივე.
თითქმის მაშინვე მივიღე სამწერლო სამსახური, თხუთმეტი ათასი რუბლისთვის ვწერდი ერთ სვეტს თვეში ერთხელ ჟურნალისთვის. რამდენიმე დღეში ვახერხებდი, სრაფი ხელით ვკრეფდი, ვალაგებდი სიტყვებს და რედაქტორისკენ მივქროდი. დანარჩენ დროს ახალ წიგნზე ვმუშაობდი. შაბათ-კვირას კი ჩემს თავთან ვატარებდი. და ასე ზედიზედ ოთხი თვე.
შენ გადაგვეღობე 8 მარტის წინა დღეს. ჟურნალის ქუდის ერთ-ერთმა ნაცნობმა ხუმრობით (ვაღიარებ, ყველასთან ვწუწუნებდი შენზე, სრულიად დამწუხრებული) თქვა: „მშვენიერი მეგობარი გყავს. მარტის პრეზენტაციაზე ფულის დახარჯვა არ მოგიწევს, — უმწეოდ გავუღიმე, სული ძვრებოდა მტკივნეულ კბილსავით.
რატომღაც დაბნეული და ცარიელი გავხდი, მარტის ქარში ჩემი გული პოლიეთილენის ცელოფანივით შრიალებდა. რაღაც დაემართა ჩემს მოძრაობასაც, სიმშვიდე დავკარგე, დახეული პლაკატივით ვტრიალებდი, ირონიულად მიმოვიხედე ირგვლივ, როგორც ძიძამ, რომელმაც ბავშვი დაკარგა...
ისეთი ჯიუტი, მოუსვენარი გავხდი. ყოველგვარი მკვეთრი — არც ისე ხმაურიანი მოძრაობისგან ვკანკალებდი. ერთ დღეს ჩემი შარვალი სკამიდან იატაკზე გადმოცურდა. ტანსაცმლის ამ თითქმის ჩუმმა, მაგრამ მოულოდნელმა მოქმედებამ კინაღამ გული გამიჩერა.
ერთიანად ამიჯანყდნენ ბუნების სტიქიები და ქალაქის ტყის სანიტრები, დაჭრილი ცხოველის წინააღმდეგ. რედაქტორმა ჩემში შემოქმედი ინვალიდი იგრძნო და განდევნა ჩემგან რეკრუტების სვეტი — მე აღარ მქონდა სვეტი. მე ლოცვა აღვავლინე, ის მაინც არ იყო. დავრჩი ურცხვად მოტყუებული გამომცემლის მიერ. დიასახლისმაც ქოხმახის ფასი ათი ათასამდე აწია — არ მოგწონს? აგერ ღმერთი და აგერ ზღურბლი!
ჩემი არარეზიდენტი მეორე ნახევარი შეუერთდა პასტერნაკის გენერალურ დევნას. ის, ვის გამოც წამოვედი ამ საყინულეში. დამირეკა, არ ვიცი, რა ინსტინქტით მიხვდა, რომ კიდევ მეტი გათელვა და დასრულება მჭირდებოდა: — ნაძირალა! შენ მიგვატოვე! მანამდე არასდროს მელაპარაკებოდა ასეთი ტონით. მის გვერდით ჩემი გულის შვილის, ჩემი პაწაწინა შვილის ტირილი და თხოვნა მესმოდა: — დედა, დედა, მამას ნუ უყვირი!
არ მახსოვს, რა ვუპასუხე, თითქოს გავაპროტესტე: — მოსკოვში „საგულაოდ“ არ ჩამოვსულვარ, სულელო, მე აქ ვმუშაობ!
ჩემმა ნახევარმა ტირილით დაასრულა: — ნეტა ჩაძაღლდე, ახვარო!.. საერთოდ არ მწყენია. წყევლამ დაკარგა მნიშვნელობა. იგივე წარმატებით, ჩემს ნახევარს შეეძლო ეთქვა — მეკარე: — ნეტავ, ჩაძაღლდე მეკარე!
მეორე კვირის დასაწყისისთვის შენი არყოფნა უკვე აღარ იყო რესპირატორულ, სისხლძარღვთა და სასუნთ ორგანოთა პრობლემა. ტანჯვა ძვლებს მოედო. ნეკნები ნერვიულად თამაშობდნენ, თითქოს მათ შორის ეკლიანი მავთული იყო გავლებული. დასაძინებლად ვალოკორდინს — მოხუცი ქალების პიტნის კაპლებს მივეძალე. ის ორიოდე საათი მეხმარებოდა დავიწყებაში. ყოველი დილა სიცხით იწყებოდა — თითქოს ალკოჰოლის ცეცხლმოკიდებული ნამწვით მზელდნენ და მეჩვენებოდა, რომ კი არ ვიღვიძებდი, ერთი ფიქრით ვდნებოდი: წავიდა ჩემი თეთრხელება, ჩემი მერელინისნაირი...
თავიდან დავაპირე ალკოჰოლის დაპირისპირება შენთან. ჯანმრთელობამ უარყო ეს სანუგეშო დამაწყნარებელი. ჩემი თორმეტგოჯა ყველა თავისი გოჯით აჯანყდა ჩემს წინააღმდეგ. დილაობით გულძმარვა საყლაპავში ინკვიზიციურ ცეცხლს აჩენდა და მომეჩვენა, რომ ცხელ ნახშირს ვწურავდი.
ერთთავად ციხის კედელივით შენდამი მონატრების წუხილმა დამაკარგვია შრომის უნარი.
ერთხელაც ჩემს მოხერხებულ თითებს დაავიწყდათ მოძრაობა, არყის-კარელიული სიტყვების გამოჭედვა — ამინ ხარატს. ჩემს სვეტს კონსფისკაცია გაუკეთეს.
ერთი თვე გავიდა წარღვნასა და გონებრივ ნგრევაში. მერე დავიწყე ნაწილაკებად შენი ამოშლა. ძველი სმს-ები წავშალე, წავშალე ლეპტოპიდან შენი ფოტოები. შევაჩერე საათობრივი ექსკურსიები შენს ჟურნალში, სადაც ჩემს შემცვლელს ვეძებდი.
შენ მომცელე, განმაიარაღე. მაგრამ დადგა დრო პროთეზების გაკეთებისა, რომ მეცეკვა „კალინკა», მეძებნა სვეტი.
დასაწყისისთვის გადავწყვიტე ოთახის დალაგება, შევიარაღდი დიასახლისის მტვერსასრუტით. მრავალსაუკუნოვანი დივნის მიღმა, მტვრის საბადოებში, აღმოვაჩინე ყოფილი მდგმურის საზიზღარი არტეფაქტი — უპრეცედენტო მელნის ფერის ნახმარი პრეზერვატივი, რვაფეხას მოწყვეტილი საცეცის მსგავსი. მტვერსასრუტი ცხენივით ღრინავდა, როცა რეზინის ლეშს იწოვდა.
მაგრამ ღირდა თუ არა, რომ მიმეცა უფლება შუქისთვის შენზე, ქერა ბავშვზე ირიბად ციმციმისა? ისევ წიგნთან დავჯექი და მარიამისთვის გეგმების შედგენა დავიწყე.
შენ მას შემოუსწარი. გახსოვს მაშა? სასიამოვნოდ საშინელი სანახაობა Google-იდან, რომელიც ჩემს ფოსტაში წერილით გამოჩნდა, როცა მე და შენ ჯერ კიდევ გახურებულ ამბავში ვიყავით.
ვაღიარებ, რომ შენ გაუსაძლისად რთული იყავი. არ იღებდი თეატრალური სცენებს — არც დრამას და არც ოპერას. არ გიყვარდა კინო. არაფერი არ გიხაროდა.
განა მოსწონთ ქაღალდზე სწორად განთავსებული სიტყვები. შენ შეგეძლო რამე სასტიკი დამცინავი ცირკით გართობა, არენით, რომელშიც დაუსჯელი პატარა კაცის დამცირება მიმდინარეობს.
შენ წინასწარ გადაწყვიტე, რომ მაშა მახინჯია და ჩვენ კმაყოფით ვიცინოდით უნახავზე. მან, ხედავ? ხელში ჩაიგდო ჩემი ე-მაილი და გამოგზავნა ლექსები. ასე სასაცილოდ წერდა: „გამარჯობა, ამეთვისტოურო, მე შენი მკითხველი, ანუ პატივისმცემელი ვარ. ჩემო გემრილეო, შენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია“...
შენ დასცინოდი ამ ნახევრად ძვირფას ამეთვისტომიან კომპლიმენტებს და ლექსის ამ ძრავს — ის ბლანტიანი, მრავალწახნაგოვანი, შამანის ტამბულივით დაძაბული მეტაფორებით იყო სავსე.
მაშა რითმავდა პეიზაჟებს: ციურ სხეულებს ნალექებით, სასიამოვნო მწვანე სივრცეებს:
დედამიწა ბეტონის კორსეტში გახვეულა.
ასფალტი მორთულია ნატანჯი ფოთლებით,
ცრემლებს ღვრის სინათლე, ღამე წვიმს არეულად,
ცივია სადარბაზო, როგორც ყოველთვის.
ეჭვიანი ბუჩქები გამხმარი კაკვებით,
ერთმანეთს ვნებენ და მტრობაში არიან
და მხოლოდ მთვარეა, ღრუბლების თვალებით,
იმათ რომ შეცქერის სიცივის გარსიდან...„
ღამის შუქი და ტუალეტი, მშვენიერი დღეა, შენ ჯერ კიდევ ძილში ხარ, ჩემო ძვირფასო მეგობარო!» — ყვავივით იცინოდი. მე შენ გიწერდი. გამიხარდა — მივხვდი როგორ გამეცინებიე. საშინლად ვერ იტანდი ლექსებს. მე თვითონ გადვწყვიტე ლექსების წერა, რათა სიამოვნება მომენიჭებია შენი სიცილის ცინიკური ბუნებისათვის.
თოვს, თოვს გარეთ ფანჯრის,
მოგკალი და დაგწვი.
სულელი პოლეკატი მოჰყვა მეცხრამეტე შანელის სარვამარტოს — მაგრამ შენ არ დაელოდე საჩუქარს.
შემდეგ კი მაშას ვუპასუხე. შემაქო თავშეკავებულად. გახალისდა. გამოაგზავნა ახალი ლექსები: «მაღვიძარა რეკვით ძაგძაგებს და სიზმარი ნისლებით კანკალებს».
არაფერი მითქვამს, მაშამაც დელიკატური პაუზა აიღო. დეკემბერში, სადღაც ჩვენი შეხვედრების შუაგულში, შენ გამართე პირველი რეპეტიცია — გაუჩინარდი ორი დღით, შემდეგ კი გამოჩნდი, როგორც ჩანს, მიხვდი, რომ ჯერ არ ვიყავი მოთვინიერებული, რომ მარტოსული სისხლს არ ვახველებდი.
მაშამ მომილოცა ახალი წელი, ღიმილიანი და მხიარული: „მზის სხივიანო! თქვენ ალბათ გისურვებენ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მინდა გახსოვდეთ ამ მილოცვათა თაიგულის შუაგულში. ამიტომ, გისურვებ: მომავალ წელს ჭერზე მიკრულ წითელ გოჭს! იცოდე, რომ დღესასწაულზე სულ მარტო ვარ, ფერმკრთალი პატარა ჰერცოგივით გაკრეჭილი და ვსვამ მორსს.
მე ვუპასუხე: „დაე წითელი მიეკრას“ კარამაზოვის ძველ, მოხუცებულთა ზიზღის შეგრძნებით, — აი, რა აღძრა ჩემში პატარა ჰერცოგმა: მარტოობა, დაუცველობა, მოჭრილი საზარდულის წებოვანი სიფერმკრთალე და მორსის ალისფერი წვეთები. დავფიქრდი, ვთქვათ და უცნობმა მაშამ ერთი წუთით შემაცდინა, მაგრამ მე ზედმეტად შეყვარებული ვიყავი შენზე, ამ გუგლელმა კი წარმატებით გამიხალისა ფანტაზია.
მოგვიანებით იშვიათად მიგზავნიდა მესიჯებს. ერთი ასეთი მოვიდა, როცა ჩემთან აღარ იყავი: „კარო მიო, შენზე ძალიან ვღელავ. რამე ცუდი მოხდა? უფრო კონკრეტულად, გახდი? მე თვითონ ასეთი ვარ, მაგრამ ვერ ვიტან გამხდარ ადამიანებს...»
დავრწმუნდი, რომ მაშა ჩემს სანუგეშებლად იყო გამოგზავნილი.
გენერალური დალაგებიდან მალევე (ჩემი, ბრალია, მელნის პრეზერვატივში ვერ ვხვდებოდი ავის მომასწავებელ ნიშანს!) ჰერცოგთან შეხვედრა დავნიშნე. მივწერე: „მაშა, ჩვენ ერთმანეთს თითქმის ნახევარი წელია ვიცნობთ. მოდი შევხვდეთ». მე შევინარჩუნე ეს მრავლობითი რიცხვი «თქვენ», გადავინახე მომავლისთვის: «მაშენკა, ნება მომეცით, მაშენკა, გაიხადეთ, მაშა, გაწიეთ...»
შევთანხმდით, რომ შევხვდებოდით ცენტრში, პუშკინის ძეგლთან. წინა დღით თოვლი მოვიდა, აპრილში ალაგ-ალაგ დამდნარი თოვლი შავად ჩანდა. ნეშომპალისა და ნესტიანი ნათესი მიწის სუნი იდგა. მზემ ისევ ისწავლა გამონათება, მაგრამ რაღაცნაირად გაურკვევლად, უცნაურად, თბილი თითებით ზვერავდა გარემოს.
ველოდი. მაშა აგვიანებდა. ბრინჯაოს ძეგლს შემოვუარე და ვათვალიერებდი, ჩემო ძვირფასო — თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ მაშა შენი კეთილი სახესხვაობა იქნებოდა.
მეთხუთმეტე წუთზე გადავწყვიტე დამერეკა. მაშამ წინასწარ გამომიგზავნა ტელეფონის ნომერი — მახსოვს, ბოლო ორი ციფრი ოთხიანი იყო. წარმოგიდგენია, ძვირფასო, მაშას ნომერი, როგორც შენი, გაკლდევებული გველის სხეულს ჰგავდა.
მაშამ მიპასუხა: „უკვე მოვედი, მაგრამ შენ ვერ გიპოვე», — მაშას ხმასთან ერთად ტვერის გუგუნის ხმა გაისმა. მაშა ძალიან ახლოს იყო.
შემდეგ კი მე ის დავინახე ...
არა, ასე კი არა. დავინახე, მაგრამ არც მიფიქრია, რომ ეს მაშა იყო. მე თვალებით ვამოწმებდი, რომ თვითონ დამელაპარაკა: — ეს მე ვარ, ლაზურინო...
მან ირიბად გამიღიმა და მივხვდი, რომ მაშას უკვე ვძულდი ჩემი დაბნეულობის, ჩემი კაცური შიშის გამო. სადღაც ტოტებში ყვავმა საშინლად ჩაიცინა.
მაშას კბილებამდე ხუჭუჭა უსქესო სახე ჰქონდა, როგორც მოჩვენებას ჩემი ძველი ქაღალდის ფანტაზიიდან. იგი მევიოლინეს ჰგავდა, კოჭლ ბიჭს პროვინციული ბაშმეტის თმით — იშვიათი კარე მხრებამდე. ზედა ტუჩი ჰუსარის ბალადას უგავდა: მე მქვია ყმაწვილი უულვაშო, მტკიცებულების გარეშე მქვია! აკნეს ცხვირით, გაწითლებული შუბლით, თეთრი ტუჩებით, თითქოს მორცხვი სამოსანი ბავშვივით ცარცს ჭამდა დაფაზე, ამოვარდნილი, აწეული მხრებით წარსდგა ჩემს წინაშე და მომმართა — გახსოვს, რომ მოგწერე: «ამოუვარდა მხრები საბრალო მზვერავს»...
მე ლამის იყო გავნრისხებულიყავი და მეყვირა:
— რა სულელური ხუმრობებია? სად არის ნამდვილი მაშა?!
— გამარჯობა, მაშა, აი ჩვენ შევხვდით, — წავიჩურჩულე, — წავიდეთ ყავა დავლიოთ.
აბა რა უნდა მექნა? რა თქმა უნდა, მაშას არც ხელში და არც მკლავში არ მოვჭიდებივარ, ფუქსავატურად მომყვებოდა გვერდით. —
როგორაა საქმეები მაშა? — უკან მოვიხედე. ეტყობა, განზრახ ჩამორჩა, თავიდან ფეხებამდე რომ შემეთვალიერებია. რა თქმა უნდა, არც ისე ცუდად გამოიყურებოდა. ჩვეულებრივი ულამაზო თანატოლი, შეიძლება ცოტა უფროსიც. უბრალოდ და თითქმის ღარიბულად ეცვა — გაცრეცილი ცისფერი ქურთუკი მუხლებამდე კაპიუშონით, ჯინსის შარვალი და სველი ჩექმები.
— საქმეები? შესანიშნავად, ჩემო ლაზურინო. პირდაპირ დაკრძალვიდან მოვედი...
— ახ, მაშა, რატომ არ თქვით, რომ დღეს არ იყო შესაფერისი დრო შეხვედრისთვის? გადავდებდით. იმედია უბედურება თქვენს ოჯახში არ არის?
— და ნუ გექნება იმედი, კარო მიო! — მაშას თვალები აკიაფდნენ, — ჩემი ძმა გარდაიცვალა. — ის სრულად ნასიამოვნები იყო ჩემი დაბნეულობით.
— მაშა, ვიზიარებ...
— თხუთმეტი წლის წინ უნდა გაგეზიარებია, როცა გამაუპატიურა, — შურისგებით გაიღიმა, — მაგრამ მე ვერ შევძელი რომ არ გამეცილებია, გესმით? — მესროლა ისევ გამჭოლი მზერა გვერდიდან.
ღმერთო ჩემო! გაიქეცი, შორს მიზგირივით გაიქეცი...
მაშა „კაფე-ქაოსში“ მივაბანცალე — რადგან ასეთია წესი.
ივნისის პარასკევ საღამოს თითქმის ყველა მაგიდა დაკავებული იყო. ადგილი მწეველთა ნახევარში ვიპოვეთ. საშობაო დეკორაციებივით დავსხედით მხიარულ და სულელ ხალხს შორის.
მენიუ გადავფურცლე, მაშა გრიმასობდა — თითქოს ჩხუბის წინ შუბლსა და ლოყებს ისწორებდა. მე კაპუჩინო შევთავაზე.
— ორი საშუალო! — ვუთხარი „ქაოსის“ მსახურს.
საუბარი არ შედგა. მაშა, მოგრეხილი კუდივით ატრიალებდა თავს ყველა მიმართულებით.
შემდეგ თქვა: — სამწუხაროა, ლაზურიანო. ერთმანეთს პირველად და უკანასკნელად ვხვდებით. შენ აღარ მოხვალ...
ისეთი ტკივილით თქვა. რა შემეძლო მეპასუხა მისთვის, ძვირფასო? ის მართალი იყო. სიყალბე — «აბა, რას ამბობ, მაშა, კიდევ ბევრჯერ შევხვდებით ჩვენ ერთმანეთს» — არ გამოვიდა.
მაშამ სახე კაპუჩინოსკენ დახარა და უცებ გარდაცვლილი ძმა დააბრუნა: „მაგრამ თქვენ არ განსაჯოთ ალბერტი, კარო მიო. ნება მომეცით გაჩვენოთ...
მაშამ ღია ქურთუკის ჯიბიდან რაღაც ბრტყელი ტყავის ჩანთის მსგავსი ამოიღო და სამი-ოთხზე გადაღებული გახუნებული ფოტო მაჩვენა. ნახატიდან მაშას ბუნდოვნად მსგავსი ბუსუსებიანი თვალები იმზირებოდნენ.
— ჩემზე სამი წლით უფროსი იყო. მას ჰქონდა მათემატიკის საოცარი ნიჭი, მაგრამ ჯარიდან სრული შიზოფრენიკი დაბრუნდა. იქ ის ცისფერებმა გააუპატიურეს. მან სცადა თვითმკვლელობა, მაგრამ საბოლოოდ მე შეურაცხმყო. დედა კინაღამ მოკვდა, როცა გაიგო. ჩვენ არსად გვითქვამს — მთელი ეს ნაგავი ქოხში დავტოვეთ. მე მას ვაპატიე!
მაშა ძალიან ხმამაღლა საუბრობდა. მისი ამბავი ალბათ მეზობელ სუფრებს ესმოდათ.
პირი ფინჯანში ჩაყო, თითქოს უფსკრულში ჩავარდაო, ყავის სქელი ფენა ტუჩებზე აეკრო.
— პანკრეასის კიბოთი გარდაიცვალა. ეს იმ საშინელი აბების გამო დაემართა. ის საოცრად მსუქანი გახდა, მთელი თმა გაცვივდა... გვერდითა მაგიდიდან გაისმა: — ულვაშებიც, ალბათ მელასავით ჰქონდა! — ახალგაზრდები იცინოდნენ.
რატომღაც მაშამ «მელა» თავისზე მიიღო. ყავიანი ტუჩი მოიწმინდა და კაპუჩინოს ჭიქით მტრისკენ წავიდა. სანამ აზრზე მოვიდოდი, მაშამ, ახალგაზრდებს შორისდებულები მიახალა და ყავა გადაასხა. უხერხულობისგან გავშეშდი.
საყვარელო — სიცილი და ცოდვა ერთმანეთში აირია, აწკრიალდნენ კოვზები, თეფშები, დაბზრიალდნენ სკამები. მსხვერპლს, თეთრ სვიტერში მჯდარ გოგონას მკერდზე ყავის ლაქა ტყვიის ნასროლივით აჩნდა, გაოცებისგან თვალები და ხელები ფართოდ ჰქონდა გაშლილი. მეგობარი ამშვიდებდა:
— ოლია-ა! ოლი-ი-ჩკა-ა! — და ხელსახოცით კაპუჩინოს ნაჭრილობევს აცლიდა. მაშა ტიუტჩევის გებას ჰგავდა, ხმამაღლა ყვიროდა და ცარიელ ფინჯანს ატრიალებდა. მწეველთა მთელმა რეზერვაციამ გუგუნი დაიწყო: — ეს რა არის, რა არის ეს საშინელება? „კაფე-ქაოსის“ პერსონა მაშაზე თავდასხმისთვის ემზადებოდა. დაზარალებულის ერთ-ერთმა მეგობარმა, — დანდობა არ შეიძლებაო, — მაშასკენ გაიწია, მაგრამ გაოგნებული უცებ შედგა: მაშამ თვალები აატრიალა, პირი გააღო და მოწყვეტილივით დაეცა. იატაკზე კანკალი დაიწყო, პირიდან დუჟი გადმოუვიდა, თითქოს ქაფიან კაპუჩინოს ნერწყვავდა. ვიღაცამ დაიყვირა, რომ საჭირო იყო სასწრაფო და სკალპის მომზადება, ენა რომ არ გადაეყლაპა.
მე ბოლომდე ვერ გავიგე ეს მართლა ეპილეფსია იყო, თუ მაშა სიმულიანტობდა. ის ყველას თანაგრძნობას სიყვარულით იღებდა, მორჩილად სვამდა მიწოდებულ წამლებს. კანკალიდან ორიოდე წუთში უცებ წამოდგა, მიიფერთხ-მოიფერთხა ტანზე და მომმართა: — ცისფერო! წამიყვანე სახლში...
გზაზე მომთაბარე აზიელი გავაჩერე, როგორღაც მანქანაში ჩავსვი და მუჭში ხუთასი მანეთი ჩავუდე. ის მომეკრა, ცდილობდა ტროტუარზე გადავარდნას, ხელები გამომიწოდა:
— არ წახვიდეთ! ბოდიში!..
— ძვირფასო, შენ დამნაშავე არაფერში არა ხარ!.. — მაშა უფრო ღრმად შევსვი სავარძელში და მძღოლს გავყვირე: — წადი უკვე, ეშმაკმა დალახვროს!
წავიდა, წაიყვანა. საყვარელო, იმ ღამეს შენზე არ მიფიქრია. სავსე ვიყავი მაშათი.
რამდენიმე საათის შემდეგ დამირეკა. ქუჩის ხმა მესმოდა. თქვა, რომ აზიელმა სცადა მისი გაუპატიურება, წაართვა ხუთასი მანეთი და გზაზე გადმოაგდო — მისმა ფიზიკურმა მზაობამ, — ორი წლის ფიგურული სრიალი პიონერთა სახლში — გადაარჩინა, მოახერხა გვერდით გადახრა და მხარზე დაშვება.
მე ვუთხარი: — მაშა, სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდე პოლიციას. — არავინ დაუწყებს ძებნას, — მიპასუხა, — მაშა წუხდა: — დღეს შეგაშინე, ჩემო ტკბილო, ჩემგან ბევრი უბედურებაა..., მაგრამ მომცემ უფლებას დაგირეკო?
— რა თქმა უნდა, მაშა ...
ყოველი დღე ღვთისაა! მას მობილურ ტელეფონში რაღაც საშინელი ტარიფი ჰქონდა ჩართული, რაც საათობით კომუნიკაციის საშუალებას აძლევდა. ზომა არ იცოდა. მითქვამდა შეხვედრებს, თითქოს ჩასაფრებული იყო: — ზედ დაფნის ფოთოლს, ჯანჯაფილს და წითელ წიწაკას ამატებდა... კარო მიო, მობრძანდით, მოგართმევთ...
ყველანაირ საბაბს ვეძებდი უარის სათქმელად: ბუქსირი გაწყვეტილი იყო, მძღოლი არ სადღაც იყო...
— დილა მშვიდობისა, ჩემო გემრიელო! გაიღვიძეთ? მინდა რომ ცეკვაზე დამპატიჟოთ...
— თქვენ არაფრის გაკეთება არ მოგიწევთ, კარო მიო. გესმით მუსიკა?.. ბუმ-ცა-ცა, ბუმ-ცა-ცა, ბუმ-ცა-ცა.
— მესმის, მაშა...
— შტრაუსი! ის არის ჯადოსნური. აბა, მომეცი ხელი — სწორედ აქ, წელზე და მატრიალე...
შეიძლება გავგიჟებულიყავი. მაგრამ მე ვთანხმდებოდი. კვირაში სამჯერ მაინც ვცეკვავდით. მაზურკა, პოლკა, კრაკოვიაკი, ტანგო...
ლეტკა-ენკაზე „ჯამპ-ჰოპ, დილით მდელოზე“, გავიფიცე: — მაშა, დავიღალე შენი ცეკვებით. ღვთის გულისათვის, მომეცი საშუალება ვიმუშავო!
ის განაწყენდა და ალბათ ერთი კვირა აღარ გამოჩენილა. ძვირფასო, მე დიდსულოვნად ვფიქრობდი, რომ ვერ შევაფასე მისი განაწყენება.
ზარმა დარეკა. ყურმილი ხმაურით სუნთქავდა და იცრემლებოდა: — ცისფერო, უბედურებაა! ხომ გითხარით, რომ ქალიშვილი მყავდა...
— კი, მაშა...
— ელეონორა, ჩემი ქალიშვილი თხუთმეტი წლისაა. ჩემმა ყოფილმა სამოქალაქო ქმარმა იურამ, ის თეორეტიკოს-ფიზიკოსია, რვა წლის წინ მიატოვა მეცნიერება და ბიზნესი დაიწყო. არგენტინაში ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს ყიდდა. მას ჩეჩნები მფარველობდნენ. ახლა კი აღმოჩნდა, რომ იურას მათი ბევრი ვალი დაუგროვდა და ელეონორა გაიტაცეს! დამირეკეს და ფული მთხოვეს. იურა კი გაქრა!
დაიწყო ლეზგინკა. ჩამუხვლები ჩეჩნებთან.
— მაგრამ მე რით შემიძლია დაგეხმაროთ, მაშა ?!
— დაელაპარაკეთ მათ!
— ვის?
— ჩემი ელეონორას გამტაცებლებს!
— მაშა, მე არ ვიცი ჩეჩნებთან ლაპარაკი. ან რა ვუთხრა მათ?
— დაემუქრე...
სანაცვლოდ დაახლოებით ორმოცი წუთის განმავლობაში მე მომიწია მაშას დამშვიდება. სიზიფური შრომაა — უნუგეშოს ნუგეშისცემა.
მე ნამდვილად არ მჯეროდა მაშას ამბავი მინაბოჭკოვანისა და არგენტინაში საპნის ეგზოტიკის შესახებ, თუმცა ეშმაკი რით არ ხუმრობს...
— ცისფერო, — დილით მაშას ტირილმა გამაღვიძა, — უკაცრავად, სრული სიმართლე არ გითხარით. ელეონორა... ის იურას ქალიშვილი არ არის. მისი ნამდვილი მამა ჩემი გარდაცვლილი ძმა ალბერტია!..
— მაშინ დავორსულდი... იურას ეს ეჭვი არ შეპარვია. ჩეჩნებმაც არ იციან, ელეონორა იურას ქალიშვილი ჰგონიათ. რა მოხდება ჩეჩნებს რომ სიმართლე ვუთხრათ?! შეიძლება დაგვიბრუნონ ელეონორა? თქვენ თავად უთხარით, თქვენ ეს შეგიძლიათ, მე თქვენ გენდობით! იქნებ თქვენ გაგიჭირდეთ! მე მივცემ მათ თქვენს ტელეფონის ნომერს!
— მაშა, გთხოვთ, არავითარ ჩეჩენს ჩემი ნომერი არ მისცეთ! დივნიდან წამოვდექი. ოცნება გაქრა. შორიდან წეროები მოჩანდნენ, რომლებიც მშვილდოსნობის დელირიუმიდან გამოსულ ღარებს ჰგავდნენ.
შუადღისას დარეკა მაშამ.
აღელვებული სუნთქავდა: — ცისფერო! მე თავად მოვაგვარე ყველაფერი. ბინის გაყიდვა გადავწყვიტე. ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან — დამეხმარეთ მაკლერის მოძებნაში! ძალიან მეშინია არ მოვტყუვდე!
— მაშა, ძვირფასო, მაგრამ მე არ ვიცნობ რეალტორებს! ინტერნეტი სავსეა ყველანაირი კომპანიებით
— შეხედეთ...
ზარებზე პასუხის გაცემა შევწყვიტე. დავაყენე სმს გზავნილი: «მე როუმინგში ვარ».
მაშა გადავიდა სატელეფონო მიმოწერაზე: „ცისფერო, საშინლად მენატრები!“, „როდის ბრუნდები? კონსულტაცია მჭირდება“, „შენს თითების ბალიშებს ვკოცნი“, „ბინის შვეიცარიული ფრანკებით გადახდა შემომთავაზეს. დავეთანხმო?»
მაშას შეტყობინებები წამლის მიღებასავით რეგულარული იყო — დღეში ოთხჯერ.
ყოველ დღეს მოჰქონდა ახალი ამბები მაშასგან. მაგრამ მალე სერიოზული დრამა დაიწყო.
— მათ მოკლეს ელეონორა!” — და მეოთხედი საათის ინტერვალით: — დამირეკეთ სასწრაფოდ, თორემ გული გასკდება! გამაჟრიალა. რა დიდი იყო მაშას სასოწარკვეთა, რადგან თავისი პატარა სისხლის — ელეონორა ალბერტის ასულის, ელეონორა ცრუ იურის ასულის მოკვლის ცერემონია გაითამაშა.
რამდენიმე საათის შემდეგ მივიღე სმს: „გამარჯობა! მე ვარ მაშას და, ვალერია. გწერთ მისი ტელეფონიდან. მაშა პირველ საქალაქო საავადმყოფოშია, მისი მდგომარეობა მძიმეა“. განსხვავებული ხელწერა, განსხვავებული ინტონაცია — არა, ეს არ იყო ენთუზიაზმით სავსე მაშა, ეს წიწიბურასავით პროზაული ვალერია იყო.
არ დავნებდი. მუშტები შევკარი და არ ვუპასუხე.
სმს-ბი გრძელდებოდა.
დღის მეორე ნახევარში: „ეს ისევ ვალერიაა. მარიამი გაუარესდა. საჭიროა ურთულესი ოპერაცია".
მზის ჩასვლისას: „ოპერაცია წარუმატებელი იყო. შესაძლო დადგეს ლეტალური შედეგი. ვალერია“.
ღამით: „მარია კომაში ჩავარდა. მობრძანდით გამოსამშვიდობებლად".
ხანდახან ეჭვი მეპარებოდა ავტორში და წარმოვიდგენდი ამაზრზენ ბიძაშვილს, მაშას სიკვდილის სარეცელს რომ უთვალთვალებდა...
ღამის ორ საათზე, თითქოს თითი მატაკეს, სევდიანმა ამბავმა გამაღვიძა: „მარია მოკვდა“.
იძულებითმა დრამატურგიამ გამოუცდელი და ვნებიანი მაშა საფლავში მიიყვანა. ვინ აიღებს შეყვარებულობის ესტაფეტას? ვიქტორია?
დილით მოვიდა: „მარიამთან დამშვიდობება მოხდება ხვალ 11 საათზე. მობრძანდით მეტროსადგურ პერვომაისკაიას მე-7 პარკოვაიას ქუჩაზე, კორპუსი ეს და ბინა ის ნომერი. გთხოვთ დამიდასტუროთ თქვენი მოსვლა. მეტს აღარ შეგაწუხებთ. ვალერია“.
დროდადრო გამიელვებდა აზრი — ხომ არ წავსულიყავი მაშას სულის მოსახსენებლად, იქ ვნახავდიო ყველას ერთად: დას ვალერიას, ფიზიკოს იურას, ჩეჩნებს და მყიფე კუბოში მწოლიარე მაშას...
თუმცა, ვიცოდი, რომ არ წავიდოდი: პირველი მაისის მისამართში ერთი მილის მანძილზე საპირვერაპრილო დაკრძალვის ფარსი ისმოდა.
ძვირფასო, იმ რთულ მომენტებში მე გთხოვე პატიება ჩემი წარსული ზარებისთვის და წერილებისთვის, კლავიატურაზე სამარცხვინო დევნა პატარა თითებით — დაბრუნდი, დაბრუნდი და აღარ წახვიდე.
მე შენ გიშვებდი საყვარელო...
დღის მეორე ნახევარში კი ცისფერი ტექსტური შეტყობინება მოვიდა: „ჭორები ჩემი სიკვდილის შესახებ გაზვიადებულია. მეორე მარიამი გარდაიცვალა. ვალერიას ექსცენტრიული და. როგორც ყოველთვის, აერია, აპატიე. საერთოდ, იმდენი რამ მოხდა — მოდით, ვნახოთ ერთმანეთი! თქვენი მაშა“.