ევგენი პოპოვი

პოპოვი ევგენი ანატოლის ძე (1946 წ.) — პროზაიკოსი, დრამატურგი და ესეისტი. „ტრიუმფის“ (2009) და „ბოლშაია კნიგას» (2012) პრემიების ლაურეატი. დაიბადა კრასნოიარსკში. დაამთავრა მოსკოვის ორჯონიკიძის სახელობის გეოლოგიური კვლევითი ინსტიტუტი. მუშაობდა გეოლოგად რუსეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში. მონაწილეობდა ცენზურას არ დამორჩილებული კრებულის „მეტროპოლის“ გამოცემაში (1979 წ.). მისი მოთხრობებს, რომლებიც პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ ,,ნოვი მირში», წამძღვარებული ჰქონდა ვასილ შუკშინის წინასიტყვაობ. პოპოვი ავტორია მოთხრობების უამრავი კრებულისა («მხიარული რუსეთი», «სიყვარულის მოლოდინში», ორგული“, „თვითმფრინავი კიოლნში“), რომანებისა („პატრიოტის სული“, „წინასწარ წინა დღით“, „ოსტატი ქაოსი“) და პიესებისა. თანაავტორია (ალექსანდრე კაბაკოვთან ერთად) წიგნისა — ლ აქსიონოვი» (ვასილი აქსიონოვის შესახებ).
კრიტიკოსების აზრით, პოპოვის პროზა ღრმა ეროვნული მოვლენაა. „მისი პროზა არის ლამაზიც და მახინჯიც, ნათელიც და ბუნდოვანიც, ფხიზელიც და მთვრალიც, როგორც თვითონ რუსი ადამიანი. ამიტომ ის ნაცნობია, როგორც რუსი ადამიანი». (სერგეი ბოროვიკოვი).
„ინტერესი ადამიანისადმი, სიყვარული მისადმი და თავისუფალი, ლაღი ცხოვრების მიმართ, ყველა მისი ფორმითა და გამოვლინებით, არის ჯანსაღი ჰედონისტური საწყისი ბევრ რამეში და მისი პროზის ბირთვი“(არტემი ლეონტიევი).