იური მამლეევი
მამლეევი იური ვიტალის ძე (1931—2015) — მწერალი, ფილოსოფოსი, დრამატურგი. რფ მთავრობის, ანდრეი ბელოვისა და სხვა პრემიების ლაურეატი.
დაიბადა მოსკოვში, შემდგომში რეპრესირებული, ცნობილი ფსიქიატრის ოჯახში. დაამთავრა მოსკოვის, სატყეო ტექნიკური ინსტიტუტი. ასწავლიდა მათემატიკას საღამოს სკოლაში. მისი ნაწარმოებები თავიდანვე თვით გამოცემით ვრცელდებოდა. იყო მწერალ კონცეპტუალისტთა (იუჟინის წრის) ერთ ერთი დამაარსებელი. 1974 წ. წავიდა ემიგრაციაში. ცხოვრობდა ამერიკასა და საფრანგეთში. მისმა წიგნებმა აღიარება თავდაპირველად დასავლეთში მოიპოვეს. რუსეთში დაბრუნდა 1990-იანების დასაწყისში. ასწავლიდა მოსკოვის სახ. უნ-ში., ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას, ხშირად გამოიცემოდა. თავის მხატვრულ მეთოდს უწოდებდა ,,მეტაფიზიკურ რეალიზმს’’.
მის ფანტასმაგორიულ პროზაში აღწერილია ადამიანის გონების ყველაზე ბნელი, კატასტროფული მხარეები. არის ავტორი წიგნებისა: „მაქოები“, „მოსკოვური გამბიტი“, „სამყარო და ხარხარი“, „სულის იმპერია“. გამოცემული აქვს მოთხრობათა რამდენიმე კრებული, ფილოსოფიური ნაშრომები, წიგნში — „მარადი რუსეთი“. იკვლევდა რუსული სულის სიღრმეს, რომელიც, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ ,,მეორე რეალობის“ შექმნის საშუალებას იძლევა.