ვარშავა. მწვანე შობის დღე
ჩამოასხამს ბელოვი და შტოკმანიც ურჩევს, თუმც —
დაიჭიროს, თუ რა ქნას? მწვანე შობის დღე არის.
აფთიაქებს კეტავენ ვარშავაში უკეთუ,
თრობა დაშვებულია, დადის ხალხი შემთვრალი.
იქ, შოპენში წავიდეთ, კაფე ხალხით სავსეა,
როგორც კათოლიკური ეკლესიის ტაძარი,
ფერფლიანი ცის ქვემოთ ენ-ლე-ო-თა არეა,
„სნოტი“ რომ არ დავლიოთ, სიგიჟეა მაგარი!
რუჟევიჩმა, გალჩინსკიმ, თუ ტუვიმ თქვა ეს აზრი —
კონსტანტები ვინ წერა მწვანე ლუდზე სიამით?..
ვიცოდი რა ჩამეგო ლაყუჩთა ქვეშ თევზთათვის,
მეც (თუმცა რა აზრი აქვს?), ახალგაზრდა ვიყავი.
და წითელი ტრამვაიც მიცურდება, იქ სადაც
დაიბადა ოსიპი «ალუბალი ტრამვაის»,
კალამუსის სუნია, ყველგან, სადაც მივალ და
რითმაც ჭიანურდება, სულელური რამ არის.
მართლაც, სულ ზეიმია, სულ ზეიმი, ზეიმი,
დღესასწაულებიდან ხალხს ვერ გამოაძევებ,
ანგელოზმა, რომა აქვს ბუდე ტაძრის ზენიტში,
იცის სასწაულები, ცხოვრობს ძილის გარეშე,
ვიდრე ეს პოეტები, რომლებმაც კვლავ დალიეს
და თავს გრძნობენ მშვენივრად ფრიდერიკის კაფეში,
იკითხეთ და გაჩუმდით მანქანების საყვირზე.
წიგნი დაიბადება ამ სიმშვიდის არეში.





