ტიმოშკინოში ნაცნობი უზბეკები...
* * *
ევგენი რეინს
ტიმოშკინოში ნაცნობი უზბეკები,
ქარბუქს ჰგვიან და ქარბუქი ესე,
კრასნოგორსკშიცაა, ქარის საუნდტრეკში,
აშკარად, ღიად ფლეიტა ისმის.
როგორც რუსეთთან, მარტო ვარ მასთან,
მაგრამ — გჯეროდეს რუსულად ვუსმენ,
ღვთის ზრუნვით თოვლში პეპლების ზღვაა,
არავინ წეროს წერტილი რუ-ზე.
თუ შორს გაგზავნის, თავადაც გაჰყვეს,
ზამთარი მძლავრობს, შესული ეშხში,
რაღაც მხეცობით სიკვდილს და ასე,
თვით უკვდავებას ჭკუიდან შეშლის...
ცხოვრება ყოველ საღამოს ავლენს:
სწრაფ საუკუნეს, სიყვარულს გვიანს,
შუქი კლებულობს სამყაროს თვალზე
და საუნდტრეკსაც ამ ბნელში სძინავს.
ცხოვრება მიდის, ვით უთქვამს პოეტს,
სადაც ურკები მღეროდნენ და მეც,
გამომიგზავნეს ზეციურ ფოსტით,
ანგელოზებმა სიზმრების ღამე!




