ვარიაცია
გაწვრთნილი თვალებით
ცის თაღებს რომ მოსავს
გვამყოფა ჩიტებად,
ხან ორნიტოლოგად,
შებინდებისას შევხედავდით დილის გარიჟრაჟს,
მანსარდის სხვენზე სახურავზე ჩვენი მეზობლის
რაც მოჩანს ცივი საძინებლის ცისფერ ფანჯრიდან
ან კიდევ იქვე სხვა აივნის ფანჯრის ზემოთი
ლექსებით სავსე პარიზივით სადაც ვმზეობდით.
კაფედან გააქვთ მაგიდები გარეთ ჰაერზე
მთელი წლით, განა სიმბოლიზმი კი არ აღელვებთ,
ერთ ფინჯან ყავას კრუასანით რა შეედრება,
ყველა აქაურ მოპასანის ჯიბე შეწვდება.
ჩვენ, ვით პირველი მთამსვლელები, უნდა გავფრინდეთ,
ხოლო იმან, ვინც ზომიერი სივრცის მგზავრია,
თვალი გვადევნოს, დაგვაკვირდეს, რათა დადგინდეს
და წითელ წიგნში შეგვიტანონ... კარგი აზრია.





