საქანელა
დე, დაიწყონ გამწვანება ბუჩქებმა,
საქანელამ ქანაობა დაიწყოს
და ვტიროდეთ სიხარულით სუყველა,
თუ ტრიალმა იქაობა აიკლო.
უბრალო ხის სავარძელზე ჯდომისას
და თოკებზე, როა მილიონობით,
დაცემის დროს ფეხის თითთა მოხრისას,
აღმოჩნდები შენ სულ სხვა სამყაროში.
ინსტინქტურად წინ ფეხების თითებით,
ამ სამყაროს კვლავ ახლიდან ეწვევი:
სიყვარული მნათობია — პირველი
და მეორე — მიწა არის ეწერი.




