ჩულიშმანი
ბორის დარონინს
მე თექვსმეტი წლისა ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე წესრიგში მომეყვანა ჩვენი ძველი ტელევიზორი, ანუ, შემეკეთებინა ის ხარვეზი, რომელიც ეკრანის საძაგელ ციმციმს იწვევდა.
შემოვხსენი გარსაცმი, გარკვეული დროის მანძილზე ვუყურებდი ნარინჯისფრად და ლურჯად მბჟუტავ ნათურებს და ხელი ერთ-ერთი მათგანისკენ გავიშვირე.
ექიმმა არტამონოვამ, ძლივს მოახერხა ჩემი გამოყვანა იმ ლაქებიანი წყვდიადიდან, რომელშიც მე წამიერი გაელვებისთანავე ჩავიძირე. მსუბუქი ენაბლუობა, რომელიც რამდენიმე თვე მაწვალებდა, დროთა განმავლობაში გამოსწორდა. სულ რაღაც ნახევარ წელიწადში, მომხდარს მახსენებდა მხოლოდ ნაჭრილობევი, მარჯვენა ხელისგულზე რომ დარჩა. განახლებული კანის ნაწიბურები მედუზას მოგაგონებდნენ.
მაგრამ, მალე მე სიზმრად მექცა, ქალაქი.
მყარი ქვებისგან აშენებული, ის ლამაზად დახრილ ადგილზე მდებარეობდა. ქალაქის გარეუბნის ახალ, მაღლივ და ძველ, დაბალ სართულიან სახლებს, გადახრუკულ ველს, დაუვარცხნელ ვენახებსა და ეზოებს მიღმა, ბუჩქნარებითა და ფიჭვნარით მორთული მთა იწყებოდა. შემდეგ იყო კლდის ქიმები, რომელთა შემდეგაც მზერა მწვერვალებზე გადადიოდა. სექტემბრის შუა რიცხვებიდან მარტის ბოლომდე ისინი თოვლით იყო დაფარული და მზის სხივებით ელვარებდნენ.
ზოგან მდორედ, ზოგან კი ტერასებად მთისპირი სანაპიროსკენ ეშვებოდა, სადაც, იყო ნავებისა და გემების თავშესაფარი. ამ ტერასებზე ხეებს, რაღაცნაირად უხეში, შიდა მხრიდან ვერცხლისფრად შეფერილი ფოთლები ესხა. ტალღა მაძღრისად ლოკავდა ნავების გაფისულ ძირებს, დაშხუოდა ქვებს შორის და წყალმცენარეების წაგლეჯილ, დამბალ წნულებს ნაპირისკენ ეზიდებოდა.
თუ არ ჩავთვლით ჩიხებს, პატარ-პატარა მოსახვევებს და განსაკუთრებული დაგეგმარების გარეშე აშენებული სახლების წყობას, ქალაქში ძირითადად ორი ფართო ქუჩა იყო. ერთი, თეთრი ქვით მოკირწყლული, ამფითეატრისკენ ადიოდა. მეორე კი დაუვიწყარ დროს იყო გაშენებული და ორმოებით იყო მოფენილი, გარეუბანში კი, საერთოდ ოღროჩოღრო, ქვებით მოფენილ გზად იყო ქცეული. გზას სადღაც, ქვეყნის სიღრმეში მივყავდით. ადრიანი დილიდან გვიან საღამომდე ისმოდა საზიდრების ღრჭიალ-ჭრიჭინის ხმა, რომლებიც გემით ჩამოზიდული, ან გემზე ასაზიდი, ბევრი საქონლით იყო მძიმედ დატვირთული.
მე მესიზმრებოდა, როგორ დავდივარ ამ ქუჩებში, მესმის კამეჩებშებმული ურმებისა და სხვა სახის საზიდრების ჭრიალი, თვალებმოჭუტული, ხელის გულით მოვიჩრდილებ და ისე გავცქერი ზღვას. საკვირველი იყო რომ, ქალაქს ახასიათებდა დასახლების ყველა თვისება და სიზმარში ნანახისთვის დამახასიათებელ, ცვალებად თვისებებს არაფერში არ ავლენდა. ამა თუ იმ ქუჩაზე, ან სახლის გვერდით ჩასვლა, მე დარწმუნებული ვიყავი რომ, თუ კი აქ ისევ მოვხვდები (რამდენიმე დღეში ან, თუნდაც მეორე ღამესვე), ვნახავ ზუსტად იგივე ქვაფენილს, იგივე მოსახვევებს, ქვის ღობეებზე აცოცებულ, ვენახის იგივე წნულებს, იგივე სახლებსა და იმავე მაცხოვრებლებს და მათ შორის ვიღაცამ, როდესაც გვერდით ჩავუვლი, მე შეიძლება ხელიც კი ამიწიოს მისალმების ნიშნად. ჩემი, საკუთარი სახლი იდგა პირველ, მდიდარ ქუჩაზე — სულ ბოლოში, ამფითეატრთან ახლოს, მოედნიდან სულ რაღაც, შვიდი-რვა ეზოთი მოცილებული.
სიზმარში მე თავისუფლად ვლაპარაკობდი უცხო ენაზე, მშობლიური, რუსული კი სრულიად გამოირეცხებოდა ხოლმე გონებიდან. გამოღვიძებისას მე განვიცდიდი მათი აღრევის მოკლე, მაგრამ, მშფოთვარე პროცესს: ის, რაც მშობლიური და გასაგები იყო უფერულდებოდა და დნობად გუგუნადი; ის კი, რაზეც მე ადრე წარმოდგენაც არ მქონდა, თავაწყვეტილ წყლის დიდ ნაკადად მოედინებოდა, მორევად იქცეოდა და თითქოს დახრჩობას მიპირებსო, ისე ჩამითრევდა რომ, ყველა ფორა მევსებოდა. წამიც და მე უკვე ერთი სიტყვაც არ მახსოვდა, ვიცოდი რომ მე ყველა ამ სიტყვის თქმა და გაგება შემეძლო — მაგრამ წამი გაივლიდა და მე უკვე ყველაფერი მავიწყდებოდა.
ბალიშს ჩამოცილებულს მე, გარკვეული ძალისხმევა მჭირდებოდა იმის გასაგებად, თუ, სად აღმოვჩნდი. მზის, ზღვის ნათელი სილურჯის, ცხელი, თეთრი ქვების, კამეჩების ზანტი მოძრაობების, გემბანის და საერთოდ გემების ჭრიალის, შიშველი ფეხების ტყაპუნის, რომლითაც მტვირთავებს ამ გემბანზე გამოაქვთ ყვითელი, დიდი ტომრები, გასაშრობად გაფენილი ბადეებისა და ლპობა შეპარული წყალმცენარეების მკვეთრი არომატის ნაცვლად, ვხედავდი წვიმის შხეფებით დაწინწკლული ფანჯრის მინებს, მოღრუბლული ცის, მუქ ფერს, მბჟუტავ ნათურას, გალღობილი მარგარინის სუნს, მესმოდა სამზარეულოდან ტაფის რაკა-რუკი და თითქმის ჩემი ფანჯრის ქვეშ, ახლად დაძრული ტროლეიბუსის დაძაბული ღმუილი...
ყველაფერ დანარჩენში ჩემი ცხოვრება ეწყობოდა ჩვეულებრივი გზით. სკოლის დამთავრების შემდეგ ფიზიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. პირველი კურსის შემდეგ სტუდენტები სამშენებლო რაზმებში არ მიჰყავდათ, მაგრამ მე გამიმართლა: ერთ-ერთი რაზმის ხელმძღვანელობაში აღმოჩნდა მიშკა კოზიხინი, რომლის უმცროსი ძმა ვიტკა, ჩემი ჯგუფელი იყო. ვიტკამ ძმასთან ჩააწყო და ჩვენ, ბედნიერები, თვენახევარი ვკვებავდით კოღოებს იაროსლავში, ირიგაციული არხის მშენებლობაზე. სამაგიეროდ ხელფასების აღების შემდეგ, ჩვენ შეგვეძლო მოგვეწყო დიდი მოგზაურობა.
ჩემი ძმაკაცი რატომღაც აზიისკენ იწევდა, მაგრამ შევძელი მისი გადარწმუნება. ჩვენ ზღვაზე გავწიეთ. ორი კვირა ყირიმის სანაპიროებზე ვიხეტიალეთ, შემდეგ კი, კავკასიაში გავემგზავრეთ. ფული ძალიან მალე გვადნებოდა ხელში. თანხის საშოვნელად ხან ხილის კრეფაზე ვმუშაობდით, ხან მტვირთავებად, ვაგონების დაცლაზე, ან ლერწმის ბადურებს ვქსოვდით მოხუცი თათრის ხელმძღვანელობით. ჩემდა სამწუხაროდ ეს სანაპიროები ძალზედ მტვრიანი, ფურთხით მოსვრილი, მატყუარა, დანაშაულებრივი ელემენტებით სავსე აღმოჩნდა და ვერაფერი ისეთი რაც ჩემს სიზმრებში იყო, მე აქ ვერ ვიხილე.
ამის შემდგომ, ყოველ ზაფხულს მოგზაურობაში ვატარებდი. ჯერ ეს ხდებოდა არდადეგების პერიოდში, შემდეგ კი შვებულების დროს. პირველი ცოლი ჩემს მისწრაფებებს არ იზიარებდა და ჩვენ ორ წელიწადში გავეყარეთ. მეორე უკვე იქ, მოგზაურობისას გავიცანი. ექვსი წელი ვიცხოვრეთ ბედნიერად, ბავშვი არ შეგვეძინა. მეშვიდე წლის დასასრულს მე მივხვდი რომ, ბედნიერ მომავალზე ნაოცნებარს, ერთად აღებულს, გადასწონის ქირურგის თითის, ერთი, უმნიშვნელო მოძრაობა. როცა ისევ მარტო დავრჩი, მე არც ისე დიდი ხნის გახლდით, რომ, ცხოვრების სტილის შეცვლაზე მეფიქრა. მოვიდოდა ზაფხული, ავიღებდი შვებულებას, ჩავიდებდი მსუბუქ ტანსაცმელს, კოღოების საწინააღმდეგო მალამოს და გავწევდი სადგურისაკენ.
ჩემი მთავარი პრინციპი იმაში მდგომარეობდა რომ, არამც და არამც არ ვყოფილიყავი ტურისტი, საკუთარი საარსებო წყარო უნდა მომეპოვებინა დროებითი, სამუშაოთი, ნებსით თუ უნებლიედ ვხდებოდი ხან თევზის მრეწავი, ხან ხე-ტყის დამცურებელი, ხან ბუხრის მწყობელი, ხან თხილისა და კაკლის მბერტყავ-მბოჭველი. ერთ თვეში სულ სხვა ადამიანად ვბრუნდებოდი და კარგა ხანი, ჩვეულებრივი, მონოტონური ყოველდღიურობა უცნაურად მეჩვენებოდა.
მე მესიზმრებოდა ზღვისპირა ქალაქი მაგრამ, ვერც ერთ ჩემს მოგზაურობაში, ვერსად, ვერაფერს გადავეყარე მას, რაც, დაახლოებით მსგავსი მაინც იქნებოდა.
ალტაიში გავიცანი ფილიპჩუკი, ხეზე კვეთის ოსტატი. მინდოდა შეგირდად ავეყვანე მაგრამ, ფილიპჩუკმა იუარა, ასე ამბობდა, ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება, ერთი თვე ის დრო არ არის, ხელობა რომ შეისწავლო. მაგრამ დამეგობრებით კი დავმეგობრდით და მან ტელეცკის ტბის, თვალისმომჭრელი ლინზის შორეულ ნაპირზე წამიყვანა, რომელიც სამოცდაათი ვერსით იყო ჩვენგან მოშორებული. მდინარე, რომელიც მას ერთვის, რამდენიმე კილომეტრი ცდილობდა კლდის მარწუხებისგან თავის დაღწევას და მისი ძვლოვანი სხეულის დანგრევას, როდესაც გაივაკებს, მისი ტალღების ხმაური განთავისუფლებით მიღებული შვებით ამოძახილს უფრო ჰგავს, ვიდრე მთის, ამაყი მდინარის გუგუნს. მას რაღაც უცნაური, ძნელად დასამახსოვრებელი დასახელება ჰქონდა, რომლის დამახსოვრება ვერ მოვახერხე მაშინ, როცა მიმსგავსებულ სიტყვას, „თილისმანს“ მივაგენი.
ფილიპჩუკი გულგრილად მიაქროლებდა თავის, მოტორიან ნავს დინების საწინააღმდეგო მიმართულებით. ერთ საათში გავჩერდით შენაკადთან, ამოვიღეთ და გავშალეთ ბადეები და გავუყევით აღმა, გვინდოდა ეშმაკობაში, საზრიანობაში და თმენის უნარიანობაში შევჯიბრებოდით თევზს, რომელსაც ხარიუსი ჰქვია. წავედი წინ და წყლის ნაკადმა მიმიყვანა დიდ მორევთან, რომლის ერთი ნაპირიც კლდიდან გადმომჩქეფარე ჭავლის თეთრი ნაპერწკლების ხარჯზე თითქოს დუღდა და ჩქეფდა. აქ მე დავინახე როგორ შეკრა ორჯერ კამარა მეტრ ნახევრიანმა თევზმა და თითქმის ბოლომდე აჰყვა ამ ჩანჩქერს, ხოლო როდესაც იგრძნო რომ ძალა გამოეცალა, ერთი გაბრაზებით გაატყლაშუნა კუდი წყლის ზედაპირს და დგაფუნით, უკანვე ჩაეშვა. მესამე ცდაზე ამ მბზინვარე არსებამ მაინც მოახერხა გადავლებოდა ჩანჩქერს და გაუჩინარდა.
როდესაც ფილიპჩუკი მოვიდა, მე მას ვუთხარი რომ, უკან არ წამოვალ.
დამიჯერეთ, მე იმ წამს ნამდვილად ასე მჯეროდა.
მე წარმოვიდგინე რომ, დავსახლდები აქ, პატარა კუნძულზე, შენაკადთან ახლოს. აი, სწორედ მის გვერდით გამოცურეთ ჩვენი ნავით. ოდესღაც ეს კუნძული ველური და სრულიად უნაყოფო ყოფილა, მაგრამ კაცს, გვარად სმირნოვს (გადმოცემით ის, აქ ყოფნით, ცდილობდა ჩეკისტების ხაფანგს გაქცეოდა) ეყო ძალაც და დროც, ნიჩბებიანი ნავით, ხუთი ვერსის მანძილიდან, სადაც ნაყოფიერი ნიადაგი იყო, მიწა მოეზიდა და აქ ვაშლის ხეივანი გაეშენებინა. მე წარმოვიდგინე რომ, შემიძლია ავაშენო სახლი, შევიძინო ნავი და ერთი, ლამაზი ალტაელი გოგონაც შევირთო ცოლად. ზამთრობით კედრის თესლი ვაგროვო, ზაფხულზე მთებში ვიარო. უახლოესი იყო ის ადგილი, საიდანაც მოჩანდა ტბის შორეული ნაპირი, რომელსაც ერთ დროს მონასტერი გადმოჰყურებდა. ძროხებიც კი არ სძოვდნენ ბალახს იმ ადგილზე, სადაც კედლის ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი, და აქედან, ამ ჩემი გადასახედიდან ისინი წაშლილი წარსულის, ფაქიზად შესრულებულ ნახაზებს ჰგავდნენ, რომელთა ნახვით სჭირდა დადგენა, როდის, რა მომენტში ხდება წარსულის ჩაწიხვლა, რა მომენტში გადაედინება აწმყო, მომავალში და ერთი, დიდი სიზმარი ხომ არ არის ეს, მათი უსასრულო, დაუმთავრებელი, სასწაულებრივი გადადინება. მე ვიჯექი თბილ ქვაზე, თვალებმოჭუტული და ვფიქრობდი რომ, სხვა ადამიანების ცხოვრებაც ალბათ სიზმარს უფრო ჰგავს. დრო მიედინება, წითელარმიელები ძირავენ მონარქებს, იასაულ კაიგოროდოვის კაზაკები ძირავენ წითელარმიელებს, წითელარმიელთა ახალი ნაწილები ძირავენ იასაულ კაიგოროდოვის კაზაკებს. ტბის ფსკერის შემსწავლელი ექსპედიცია წარუმატებლად დამთავრდა: მყვინთავს თითქოს ფსკერზე ფეხიც არ დაუდგამს და ალმოდებულივით დაიწყო ბაგირის სასიგნალო ბოლოს ქაჩვა, რაც იმის ნიშანი იყო რომ, ამოყვანას ითხოვდა. ამოიყვანეს, მოხსნეს ხმა გაუმტარი სკაფანდრი და დაიწყო ისტერიული მოყოლა (თან, კატეგორიული ური განაცხადა მეორედ ჩაყვინთვაზე) იმისა რომ, ყველანი ისინი ეგრევე დგანან იქ, გაყინულ ფსკერზე — დანაღვლიანებული ცხენები, შავებში ჩაცმული ბერები, გრძელკალთიან შინელებში გამოჯგიმული კაზაკები, ბუდიონის ქუდებდახურული წითელი არმიელები...
— ჰო კარგი, გეყოს ექსკურსანტო, ჩაიბურტყუნა ფილიპჩუკმა, — წავედით სახლში, მალე ჩამობნელდება კიდეც.
მე მსურდა მისთვის მომეყოლა იმ სიზმრებზე, ბავშვობიდან რომ თან მდევენ, თეთრი ქვებით ნაშენებ ქალაქზე, იმაზე რომ, მთელი ეს ჩემი მოგზაურობები სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა, წავაწყდე რაიმეს, მსგავსს და რომ მხოლოდ აქ, ჩულიშმანში ვნახე და მოვისმინე იმას მიმსგავსებული რამ. რასაც ვხედავ და მესმის სიზმრებში. აქ არ იყო ქალაქი, მაგრამ იყო ისეთი რამ, რასაც მისი შეცვლა შეეძლო.
მსურდა იქ დავრჩენილიყავი, სადაც ოქროსფარფლება უზარმაზარი თევზები დაფრინავენ და შეუძლიათ, წვალების მიუხედავად, ჩანჩქერს გადაევლონ.
მაგრამ, არ დავრჩი, არ დავრჩი და მატარებელში ვიგრძენი რომ, მოგზაურობისადმი ინტერესი დაკარგული მაქვს.
მშობლიური ქალაქი წვიმითა და სატელეფონო ზარების სიმრავლით შემომეგება. კერძოდ კი, მდივანმა გოგონამ მაცნობა რომ, ხვალისთვის ჩანიშნულია კათედრის სხდომა.
ყველაფერი რაღაც მდორე იყო, იმის ნაცვლად რომ, სიხარულს, სიცოცხლის სიყვარულის მოზღვავებას ვგრძნობდე, როგორც ეს ყოველ ჩამოსვლაზე ხდებოდა, ვათავისუფლებ ზურგჩანთას და ვგრძნობ რომ, რაღაცნაირად მოღვენთილი ვარ.
დავწექი, ლოგინში ვიტრიალე, ვერ დავიძინე. ბოლოს და ბოლოს, როდესაც ფანჯრის ქვეშ ბოლო ტროლეიბუსმაც ჩაიარა, მე მომესმა ვაშლის ხეების შრიალი.
შემდეგ, რაღაც უცხო, უცნობი ხმის გაგონებამ შემახტუნა, წამოვჯექი.
ფანჯრიდან დილის სხივებმა წლის წვრილ ჭავლებად იწყეს ოთახში შემოდინება, ეზოში უკვე გამხმარ ვენახის ფოთლები შარიშურობდნენ, სადღაც დილის ჩიტუნას ხმაც გაისმა.
ავდექი, პირი-სახე მოვიფშვნიტე, დავამთქნარე და რაღაც, საშინაო ტანსაცმელი მოვიცვი. ვედროში წყალი ფსკერზეღა დარჩენილიყო. გაბრაზებულმა როგორღაც მოვახერხე პირის დაბანა. საუზმე მზად იყო. გავასუფთავე და სიამოვნებით გიახელით მოხარშული კვერცხი, ცოტა კიტრი და რამდენიმე ცალი ზეთისხილი. ეზო მშვიდი დილის ცხოვრებით ცხოვრობდა. ქალების მხრიდან ხმები მოისმოდა, ხოლო ტიმონი ჯირკზე იჯდა და რაღაც ხეს ცულით კანს აცლიდა.
ერთი გაფიქრება ვიფიქრე მოხუცისთვის საყვედური მეთქვა, რატომ არ მოზიდა ღამეულად წყალი, უფრო მეტიც, დავმუქრებოდი, ვეტყვი მამას, სულაც გაყიდოს ის, მერე მიხვდება რაც დაკარგა, ჯოხით რომ დაუწყებენ ცემას, მაგრამ, როდესაც მის, ბებრულად გამხდარ, მოკუზულ ზურგს შევხედე, ხელი ჩავიქნიე და ჭიშკრისაკენ გავემართე.
ეზოდან გამოსული, თეთრი ქვით ნაგები ღობეების გასწვრივ, ქუჩას დავუყევი, ღობეებს მიღმა ხის ტოტები და სახლების სახურავებიღა მოსჩანდა. ლომის თავთან, რომლის ღია, მარმარილოს ხახიდან შადრევანი იფრქვეოდა და წყალი საკმაოდ დიდი ზომის ნიჟარის ფორმის ჭურჭელში იღვრებოდა, მარჯვნივ შევუხვიე და აქ ზღვამ თითქოს გამილაწუნა პირდაპირ სახესა და თვალებში, რითაც მაიძულა ხელი შუბლთან მიმეტანა და თვალები მომეჭუტა.
ფირუზისფერ ზედაპირზე მეთევზეთა ნავები ლობიოს მარცვლებივით მიმოფანტულიყვნენ, სადღაც შორს კი, თითქმის ჰორიზონტთან, კენტად მყოფი აფრა კიაფობდა.
მეათასედ, (იქნებ უკვე ასიათასადაც კი) გავიფიქრე, ხომ არ გამეყიდა მამის მიერ ნაჩუქარი ვენახების ნახევარი. ხოლო მოგებული ფულით, წილი შემეძინა დიდ გემთმფლობელობაში. ან სულაც, გემი ერთიანად... მეორეს მხრივ ვენახები რა თქმა უნდა სულაც არ იყო ზედმეტი. მისი ზვრები მთელს მხარეში ცნობილი იყო თავისი მსხმოიარებით, ყურძნის მტევნები კი სისავსით, არომატითა და დიდებული გემოთი. არადა მიწას მიჯაჭვული ჰყავხარ ერთ ადგილთან, გემი კი მოგზაურობის საშუალებას გაძლევს!...
აღმოსავლური აბანოების შესასვლელთან რამდენიმე ადამიანი კოჭების გორებით ერთობოდა. ჯერ ეს ერთი რომ, ძალიან პატარა ფსონი ჰქონდათ და მეორეც, რაღაც უინტერესო კოჭები ქონდათ. როდესაც პრემენი გამოჩნდა, ის მცირე ვალი ჩავუთვალე წაგებული რომ მქონდა და გავშორდი მათ.
ჩვენ აბანოს გვერდი თითქმის ძელ სკამზე ჩამოვსხედით. მზემ კი აიწია მაღლა, მაგრამ მაინც გრილოდა, ზღვიდან ოქტომბრის ნელი ქარი უბერავდა. აღმართებზე ზეთისხილის ფეთლიბი თრთოდნენ და თანდათან იცვლიდნენ ფერს.
— სულ ვფიქრობ, ხომ არ გამეყიდა ვენახების ნახევარი? კარგ ფულს მთავაზობენ — ვთქვი მე.
— ვინ გთავაზობს ?
— ერთი ლაროსელი კაცია — ვუპასუხე არასრულად. პრომენმა თავი გადააქნია.
ახლა ამისათვის არც თუ ისე სასურველი დროა — თქვა მან, თან თითებს ისე აწვალებდა რომ გაატკაცუნა კიდეც-ეპესს უნდა თავსი გემის გაყიდვა.
ეს ჩემთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა. ეპოსი მდიდარი კაცი იყო, მარილითა და სხვა რამეებით ვაჭრობდა, ყველაფრით, რაშიც შეეძლო სარგებელი მიეღო. ჰყავდა შვიდი დიდი ხომალდი, რომლებიც ზღვის სივრცეებს სერავდნენ.
აი ასეა, ცხოვრება ცვალებადი რამეა, — ბრძნული იერით წარმოსთქვა პრემენმა, თან ხელს ხან მომუსტავდა, ხანაც შლიდა — მიწას ახლა დიდი ფასი აქვს. ზღვაზე ვაჭრობა კი პირატებს გამო სულ უფრო სარისკო საქმე ხდება. ძალიან მომრავლდნენ...
მე ენთუზიაზმის გარეშე დავეთანხმე თავის კანტურით.
— ეს ყველაფერნი იმიტომ ხდება რომ, მიწა ძვირდება, ძვირდება მიწა — ძვირდება ცხოვრება, ხალხი უკანასკნელს ჰყიდის და რა მერე ? სად უნდა წავიდნენ, ქუჩაში?
— ჰო, ეს სრული სიმართლეა. ორივენი ჩუმად ვისხედით.
— ნახე? ახალი საყდრისთვის სკულპტურა მოიტანეს მკითხა მან და თან ხელში თეთრ კენჭს ათამაშებდა.
— უკვე მოიტანეს ?
— კი, კი. მე გუშინ ვიყავი მისული სანახავად, ნამეტანი სიმახინჯეა, ამბობენ ამ საქმეზე ვიღაცა გვარიანად გამდიდრდაო.
— ეეჰ, ეს უკვე წესად იქცა.
ისევ ვჩუმად ვისხედით. პრემენმა ღრმად ამოიოხრა და კენჭი მოისროლა.
— წელს არაუშავს ღვინო გამომადგა — უმნიშვნელო იერით მაცნობა მან.
— მართლა? მოწიწებული პატივისცემით დავინტერესდი მე. მის ვენახებს მაინცა და მაინც არ აქებდნენ.
— აბა რა, გამოცოცხლდა პრემენი-ბრწყინვალეა, წამოდი. მე მზეს ავხედე.
— სიმართლე გითხრა, მე ჯერ ვაპირებდი...
— გეყოს რა! ცოტა დავლიოთ დასაგემოვნებლად და მორჩა. ა, რას იტყვი? მე ამოვიხვნეშე და დავეთანხმე. ჩვენ წავედით ახლო მოსახვევით, გავედით მეორე ქუჩაზე, ძმურად, ერთობლივად შევუკურთხეთ კამეჩებსა და საზიდარებს, რომელთა მიზეზით კაცს ქუჩაში სუფთად ვერ გაგივლია და ახლა მეორე შესახვევში შევედით, რომლის ბოლოშიც მისი, ლამაზ ჩრდილიანი ეზოს ჭიშკარი იდგა.
მე სასმისის დაცლაც ვერ მოვასწარი რომ, პრემენი მაგიდისკენ დაიხარა და მკითხა: — აბა როგორია? მე ტუჩები ღრმააზროვნად გავაწკლაპუნე.
— მიდი მიირთვი, დალიე წამაქეზა პრემენმა და ხელით ისევ დოქს სწვდა — ხომ კარგი ღვინოა, რას იტყვი? და ჯამები ისევ შეავსო.
მსუბუქმა ქარმა შეფაკლული ფოთლები ჩვენს თავზე გადააფრინა, ღვინო ცოტას, მაგრამ მაინც, მოიმჟავებდა. — ჰოო, გავაგრძელე მე, — ნესტიანი ზაფხული გვქონდა.
— რაც მართალია, მართალია, — დამეთანხმა პრემენი, მაგრამ მაინც, ხომ არაა ცუდი ღვინო?
შევსვი და ტუჩები მოვიწმინდე, არ მსურდა მისი გაწბილება.
— არა, ნამდვილად არაა ცუდი, თავი დავუქნიე და შემოდგომა კი ნამდვილად მშრალი გვაქვს.
ზედმეტად მშრალიც კი, — ამოიოხრა მან. შენ როგორც ყოველთვის, კარგი მოსავალი გაქვს.
— მე მხრები ავიჩეჩე და თან შევხედე როგორ იღვრებოდა ღვინო დოქიდან.
— კი არა უშავს მაგრამ, მე მაინც მინდა ნახევარი გავყიდო. პრემენმა წაიფრუტუნა.
— შენ ისევ შენსას გაიძახი. რა თქმა უნდა პატრონი ხარ და ნება შენია, მაგრამ მე ასე გეტყოდი: ეპესს ამ საქმეში ჭიპი აქვს მოჭრილი და რატომ ჰყიდის თავის ხომალდებს? ჯამებში ბორდოსფერი სითხე ისევ კიაფობდა.
პრემენმა პური და ყველი ახლოში მიიწია.
— იცი რა, გემით ცურვა შეგიძლია. შეგიძლია იმოგზაურო, მე მინდა ვთქვა,
— სად უნდა იმოგზაურო, რატომ? — გაკვირვებული სახით შემაწყვეტინა მან.
მე შეუმჩნევლად ჩავიცინე, შტერი, შტერი პრემანი. ეტყობა ღვინომ ცოტათი მაინც ჩამიკაკუნა. მომინდა მეთქვა რომ ბავშვობიდან რაღაც უცნაური, ბარბაროსული სიზმრები მაწვალებენ, სიზმრები რომლებსაც რეალურ სიცოცხლესთან არავითარი კავშირი არ აქვთ: იასამნისფერი, უარმაზარი ტბა... ცივი, ყინულივით სიღრმეები, რომლებიც გაუფრთხილებელი მოცურავის გულს უცაბედად აჩერებენ... დაუნდობელი მზის ქვეშ არსებული მთების უმკაცრესი ხელწერა... ელვის თეთრი ზალპი შავი ღრუბლებიდან... იდუმალი, ჩუმი სახლი უცნობ კუნძულზე... ვშლი ხეების ბაღი...და მდინარე, მდინარე განწირულად რომ ღმუის ჯურღმულებიდან!...
ღვინო კი მსუბუქი რაკრაკით გადმოედინებოდა დოქის ყელიდან.
— ჩულიშმანი — წავიბუტბუტე მე სიტყვა, რომელიც არც კი ვიცი საიდან მოვიტანე. რაო, რაო, რა სთქვი? — ჩამეკითხა პრემენი.
— მე თვალები ამიხამახმდა და ხელი საფეთქელთან მივიტანე, თითქოს არაფრის მსგავსი, უსარგებლო ხილვის განდევნის მიზნით.
— მე ვამბობ რომ ეს... სულაც არ არის ცუდი ღვინო, — ძალიანაც რიგიანი ღვინო გამოსულა.
და დავიწყე მარჯვენა ხელისგულის სრესა, რომელიც, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რამეზე დამწვოდეს.