გამარჯვების დღე

ბრწყინავს ბოთლის ტანი ფანჯარასთან,
ვარსკვლავიც არ ტოვებს უპასუხოდ...
მან მშვიდად მოირგო ფარაჯა და
ომი გაიხსენა ჩუმად, უხმოდ.

ცისფერ ბურანიდან გამოლაგდნენ,
სულ ჩვეულებრივი სახეები -
რა კარგი იყო ის დრო, აგრე
საკუთარ თავს რომ ახელებდნენ.

სუნთქვას ახერხებდნენ მთელი მკერდით,
არც ბრძოლა უჭირდა ერთობ არვის
და სიკვდილიც ისე ჩანდა გვერდით,
თითქოს ძმა იყო და მეგობარი.

შიშიც რომ არ ახლდა უსარგებლო,
შიგ გულში ხორკლებად ამოსული
და იყო ქვეყანა უსახელო,
ფერით რომ ანათებს ჯადოსნურით.

რომელსაც უნდა რომ გულით ეყმო,
თავდავიწყებით და იალალო
და ბრძენი ბავშვივით გულუბრყვილო,
ბედის მკაცრ ხელებში მიქანაობს...

აქ კი, გაუსაძლის საბოსლეთში,
ომის ხმა არა, სხვა რამ აფრთხობს,
სხვაგვარი ქვეყანა ჰქონდათ გუშინ,
ახლა მორჩილებენ სულ სხვა კანონს.

ამ დღეს უფრთხილდება, როგორც ჯილდოს,
ხსოვნას უფლის დიდი წყალობისა,
გზაზე ის ვარსკვლავი უძღვის თითქოს,
მწყემსებს რომ უჩვენა, ბაგა ღვთისა...