როცა პალატის თეთრ კედლებს უმზერ...


                             * * *

როცა პალატის თეთრ კედლებს უმზერ,
შენი სტატუსით ამაყობ კიდეც,
გიჩანს სურვილი იფიქრო სულზე
და ეს ფიქრია სიტყვაზე მტკიცე.

ლექსი არ გსტუმრობს, თავისთავს არ წერს,
წამოგეწევა, წაგლეკავს მყისვე,
რომ ტალღასავით ნაპირთან გაწვე,
ღამის უხილავ ლანდებთან ისევ...

სცადე, შეხედო მარტივად ამას,
გაურკვევლობით დაბინდულ ეზოს,
სადღაც მომავლის მისუსტებულ ხმას
და თვით ჰაერში გაფანტულ სკლეროზს.