სამშობლოვ, გტოვებენ ჩიტები...


                     * * *

სამშობლოვ, გტოვებენ ჩიტები,
ზენიტი მათია სამიზნე,
ჟღრიალებს დამწყდარი სიმები,
ხმა სიცარიელის მაღვიძებს...

მერე რომ გადადის ხრიალში,
იმ თეთრი ხმაურის რითმებით,
ვინც ერთხელ დაგირჩა იქ, ცაში,
ვერ გათბობს მათი ხმა, თითები...

და მხოლოდ წრიალებს გონება,
რომ გამოსავალი იპოვოს
იმაში, რომ ჯგუფი პოეტთა,
ამასაც გალექსავს ძლივს, ბოლოს...