ბოლო საფეხურები
(ფრაგმენტი ნოველიდან)
— არა, — ბრაზობდა კირილი, რაც არ უნდა თქვან, არ შეეძლოთ კულტურულ, განათლებულ ადამიანებს (ყაზანის თუ სხვა უნივერსიტეტთან ერთად), გამოეწვიათ ასეთი გაღატაკება და გამოფიტვა მთელ ქვეყანაში. ისინი სულაც არ არიან კულტურული ადამიანები, არამედ ბარბაროსები, გაუნათლებლები, უგუნურები, უმეცრები, უფრო მეტიც, ყველაზე წვრილმანი და შურისმაძიებელი ბოროტებით სავსენი, ბოროტმოქმედები, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება. აბა, მითხარი, განა დანაშაული არაა მშვენიერების განადგურება? დედამიწის სილამაზის, მისი გარეგნული იერსახის? ეს მათი საკუთრება ხომ არ არის? ჩემო საყვარელო მელაკუდა, შემაშველე ბოლო სტროფები ნეკრასოვის ,,ვლასიდან”. ლიზამ მაშინვე დაიწყო გარკვევით კითხვა:
დადის ყინვიან ზამთარში,
დადის სიცხიან ზაფხულში,
და ურჩევს რუსეთს, მონათლულს,
გასცეს სიკეთე საშური,
და გულუხვობენ გამვლელნიც...
ასე რომ, შრომის ლეპტიდან
შენდება ეკლესიები
მშობლიურ მიწის მკერდიდან.
ამას წერდა ნეკრასოვი, მიუკერძოებელი მოწმე, შეიძლება ითქვას, რევოლუციონერ-დემოკრატი. ასე რომ, სამართლიანად, შრომის ლეპტიდან, ხალხის ლეპტიდან, მრავლდებოდა ეს სილამაზე მთელ რუსეთში. ვის შეეძლო მის წინააღმდეგ იარაღი აეღო და ხელი აეწია, ვინ მისცემდა თავს უფლებას, შეურაცხყოფა მიეყენებინა და წაებილწა იგი? მხოლოდ რუსეთის მტრებს, მხოლოდ წვრილმან ბოროტ შურისმაძიებლებს, მხოლოდ ხულიგნებს და დამნაშავეებს. ეს მართლა გაუგებარია ვინმესთვის?
— და მათაც შური იძიეს, ვისთვის და რისთვის?
— როგორ ვისთვის? ძმისთვის! მისი ძმა ხომ ჩამოახრჩვეს, ჰოდა, ასე თქვა მან მაშინ: — ჩვენ, სხვა გზით წავალთო. დაიფიცა. შემდეგ კი ყველა მათგანის დედა, თავის შვილებს წვრთნიდა რუსეთის განადგურებისთვის. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია შექმნას და მხოლოდ მრისხანებას შეუძლია გაანადგუროს. ნგრევის სიდიდის მიხედვით, განადგურების ხარისხის მიხედვით, რისხვა იყო ველური, ცხოველური*.
ამგვარად ცოცხლდებოდა ჩვენს თვალებში, ჩვენს გულებში, ყოველ ჯერზე ტკივილის ახალი შემოტევით, ეკლესიები ბორცვებზე, ეკლესიები ხეებით გარშემორტყმული, ეკლესიები სოფლების შუაგულში და სოფლების გარეუბანში, ეკლესიები ერთგუმბათიანი და ხუთი გუმბათით, მაგრამ ყველა მკვდარი, ყველა შეურაცხყოფილი.
კოლმეურნეობის საწყობში თუ შევიდოდით, დამპალი ხორცის სუნი ნესტოებში გვიღიტინებდა, ძროხისა და ცხვრის ნედლი ტყავი იატაკზე იყო გაშლილი, მარილით მოფენილი და ღორებისთვის შერეული საკვების გროვაც იქვე იდო. სხვა საწყობში ინახებოდა რულონებით რკინის ფურცლები, მავთულის ხვეულები, მინა ყუთებით, საღებავის ქილები. მესამე საწყობში, მაგალითად, მარცვლეული, შვრია. მთელ იატაკზე შეიძლება ყოფილიყო დაყრილი, ნაცრისფერი, მტვრიანი სელის მარცვლები.
ხეებით გარშემორტყმულ ერთ ეკლესიას მივუახლოვდი. მიტოვებულ, მკვდარ ტაძარს გარშემო შემოვუარეთ და იქვე ჩამოვსხედით, რათა, ველურ იასამნისფერ ბუჩქებს, აკაციას და ღია ვარდისფერ ბალბებს შორის, გამეფებული სიჩუმისთვის მოგვესმინა.
ცარიელ, მივიწყებულ ადგილას ვიყავით, მაგრამ სრული სიჩუმე მაინც არ იყო. სამრეკლოს ღიობებში ქარი რბილად, მელანქოლიურად უსტვენდა. იქ, სადაც ჩვენ ვისხედით, ბუჩქებში, ნიავი არ უბერავდა და ცხელოდა, მაგრამ ზემოთ, ბუჩქებსა და ხეებზე, უფრო ახლოს გუმბათის ჯვართან, უფრო ახლოს შუადღის თეთრ ღრუბლებთან, მსუბუქი ქარი უბერავდა.
ჩვენ თითქოს ფიქრებიდან გამოვფხიზლდით და წამოვდექით, რადგან რაღაც გაურკვეველი ხმაური შემოგვესმა ეკლესიის ეზოს მხრიდან. თითქოს ეს იყო ნაბიჯების ხმა, მოგუდული ხმები, თან ტირილი და თან სიმღერა. ბუჩქებიდან რომ გავიხედეთ, დავინახეთ, რომ სოფლის მხრიდან სამგლოვიარო პროცესია გვიახლოვდებოდა. თურმე აქაურობა ჯერ კიდევ არ არის მთლად დავიწყებული: აქ ჯერ კიდევ სოფლის სასაფლაოა. როგორ ვერ შევამჩნიეთ მანამდე, რომ გაუთიბავ ბალახს შორის მიწიდან ამობერილ რამდენიმე ახალ ბორცვს ადამიანის მზრუნველი ხელი ეტყობა.
მსვლელობა არ იყო მრავალრიცხოვანი, ჩვეულებრივი სოფლის დაკრძალვის სურათი. ბავშვობიდან მახსოვს, როგორ მარხავდნენ მიცვალებულს ჩვენს სოფელში. ეკლესიის გალავნიდან გამოიყვანდნენ მთავარი ჭიშკრით, რომელიც მხოლოდ ასეთი შემთხვევისთვის იყო გახსნილი... წინ ჯვარი და პირსახოცი მიჰქონდათ, მერე რაღაც ფარანი, კარგად არ მახსოვს. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ, ზარი სამრეკლოზე რეკდა დროგამოშვებით, დროის დიდი ინტერვალით. პირველი დარტყმიდან მეორემდე სამგლოვიარო პროცესია ოცდაათი თუ ორმოცი ნაბიჯის გავლას ახერხებდა. ასეთია სიკვდილის ზარი. რაღაც საშინლად საზეიმო იყო ამ იშვიათ, მოულოდნელად შემოკრულ მძიმე სპილენძის დარტყმებში. თითქოს ამ პატარა მსვლელობის გვერდით, რაღაც განსაკუთრებული გიგანტური ნაკვალევი იჭრებოდა, სიკვდილისა და მწუხარების მისადგომებთან, იკვეთებოდა თავად დროის სვლა. ბუმ! — ორმოცი ნაბიჯი. — ბუმ! — კიდევ ორმოცი ნაბიჯი. სანამ სასაფლაოზე არ მიიყვანენ, ალბათ ორმოცდაათჯერ მაინც ჩამოკრავენ.
ნამდვილი ეკლესიის პანაშვიდი დიდი ხანია არ მომისმენია, რომ გავიხსენო და წარმოვიდგინო, მაგრამ ერთხელ, რამდენიმე წლის წინ, მომიწია მამაჩემის ალექსეი ალექსეევიჩის დაკრძალვაზე დასწრება. თუმცა, რა დაკრძალვის მსახურება ეგ იყო: სიბერეში ხმადაკარგული მამა ალექსანდრე და მამიდა პავლე მოსკოვკინა ვოლოდია პოსტნოვთან ერთად, საშინელი სანახავია! მაგრამ ამ შემთხვევისთვის განკუთვნილ, ისეთ საზეიმო, ამაღელვებელ, სიტყვებს წარმოთქვამდა მამა ალექსანდრე, მგალობლების ხმის შეწყობით, რომ სადღაც გულის სიღრმეში აზრმა გამიელვა: არც ისე საშინელია სიკვდილი, თუ იგივე სიტყვებს გაგიმეორებენ.
ახლა არც დიდი ზარი ისმოდა და არც სამგლოვიარო გალობა. ჩუმად, დამწუხრებული სახით მიჰქონდათ სიცხეში, მტვრიან გზაზე, რუსი გლეხის ცხედარი, რომელმაც თავისი ცხოვრება მძიმე შრომაში გალია: ხვნავდა, თესავდა, ეწეოდა თრიაქს, იგინებოდა უხამსად გაუსაძლისი ყოფისგან, ან თუ გარდაცვლილი რუსი ქალი იყო, რომელმაც იმშობიარა, თუჯების გრუხუნით და ნიჩბებით თავისი წილი იმუშავა და იტანჯა ცხოვრებაში.
გვინდოდა გვენახა, როგორ დაკრძალავდნენ, რით ჩაანაცვლებდნენ მათთვის წართმეულ საუკუნოვან დაკრძალვის წესს.
აი, მაგალითად მე, მოსკოველ მწერალს, მაქვს საკუთარი აზრი დაკრძალვის შესახებ. კუბო ცენტრალურ მწერალთა სახლში უნდა დააბრძანონ, (რესტორნის მაგიდებს ცოტა ხნით გაიტანენ), მიხალკოვი სიტყვით უნდა გამოვიდეს, როზა იაკოვლევნამ სამგლოვიარო ნიშნები უნდა დაარიგოს და უნდა უკრავდეს სამგლოვიარო, ან უბრალოდ კარგი მუსიკა. დავუშვათ, რომ არაფერი უკეთესი არ მინდა და ეს მიმაჩნია საკუთარი თავისთვის „ადამიანური დამარხვის“ ნიმუშად. თუ წინასწარ მეტყვიან, რომ სიკვდილის შემდეგ მხეცების საჭმელად და ჩიტების საჭმელად გამიმეტებენ, ამას არაადამიანურ სისასტიკედ ჩავთვლი. რა თქმა უნდა არ მინდა, არც ცხოველების და არც ფრინველების საჯიჯგნი გავხდე.
თუმცა, ინდოეთში არსებობენ კასტები, რომლებიც თვლიან, რომ საუკეთესო ხვედრია გახდე ცხოველების ან ფრინველების ლუკმა. მათი გადმოსახედიდან ამას „ადამიანური დამარხვა“ ჰქვია, ან თუნდაც წმიდა განგის ნაპირებზე ფერფლად ქცევა. თუ ინდუსს ეტყვით, რომ მას არ დაწვავენ განგის ნაპირებზე, ან არ გადააგდებენ მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად, მას ეს არაადამიანურ სისასტიკედ მოეჩვენება.
მოკლედ, ყველა ადამიანს, თუ მას სიცოცხლის განმავლობაში არანაირი უფლება არ ჰქონდა, უნდა ჰქონდეს წმინდა უფლება დაიკრძალოს თავისი გადმოსახედიდან „ადამიანურად“.
ასე რომ, როცა ჩვენ ვხურავთ ეკლესიას, ეს ნიშნავს, ერთი ხელის მოსმით ასობით მოხუცს, კაცს თუ ქალს ვართმევთ დაკრძალვის უფლებას „ადამიანურად„, რადგან ისინი დაკრძალვის სხვა წესს „არაადამიანურად“, ,,ცხოველურად“ თვლიან. მათი გარდაქმნა უკვე გვიანია. თუმცა მათი რიცხვი ქვეყნის მასშტაბით მილიონს უტოლდება. ვინ აიღო თავის თავზე ასეთი საშინელი სისასტიკის უფლება?
ცხოვრობს მოხუცი ქალი, რუსი გლეხი ქალი, რუსი დედა, რუსი ბებია. ის, რა თქმა უნდა, ახლა არაფერს წარმოადგენს რეგიონული და რაიონული მასშტაბით: არც მწველავია, არც მოწინავე, არც კომუნისტური შრომის ბრიგადის წევრი. მის დაკრძალვაზე რაიონიდან ორკესტრი არ მოვა, სამგლოვიარო დროშებს არ დაკიდებენ.
დიახ, ის არ არის მწველავი და არც მოწინავე, მაგრამ ის ადამიანია! და მთელი მისი ოცნება, მთელი მისი უკანასკნელი ნებაა, რომ ეკლესიაში დაკრძალონ. მაგრამ სწორედ ეს წაართვეს მას. არამარტო წაართვეს, არამედ სიცოცხლეშივე აგრძნობინეს, რომ ვერც ეკლესიას, ვერც პანაშვიდს ვერ ეღირსება.
— და რა მოხდება, როცა მოვკვდები?
— წაგიყვანთ და დაგმარხავთ!
— ასე, საქონელივით?
— როგორც გინდა ისე გაიგე!
სად გადის სისასტიკის ზღვარი? ეს ხომ ადამიანების აბუჩად აგდებაა, მათი ადამიანური გრძნობების დაცინვა?
სანამ ასე ვფიქრობდი, სამგლოვიარო პროცესია სასაფლაომდე მივიდა. ჩვენც ცარიელ საფლავს მივუახლოვდით. მიწა მოწითალო თიხა იყო. ბორცვზე უფრო კუბიკებად დაფშვნილი, ხოლო ამოთხრილი საფლავის კედლებზე ზეთივით პრიალა.
ხალხი საფლავთან მივიდა. კუბო ორმოს გვერდით დადეს. ქალებმა უფრო ხმამაღლა დაიწყეს მოთქმა და ტირილი. ყველანი გარს შემოერტყნენ, ობოლი ბავშვებივით შემჭიდროვდნენ... და უცებ ვხედავთ, რომ დაიბნენ. არ იციან, რა გააკეთონ შემდეგ. რაღაც უნდა გაკეთდეს, რაღაც კარგი, ბოლო მისაგებელი და ბოლო რიტუალი... არ იყო არანაირი რიტუალი.
მოხუცმა ქალმა, რომელიც ყველაზე ახლოს იდგა მიცვალებულთან, პირჯვარი გადასახა მას, შემდეგ კი თეთრ გადასაფარებელს წითელი დაფხვნილი ხენდრო მოაყარა. — აწიეთ, ბიჭებო, რას უცდით! — გამოჩნდა საქმე და კაცებიც უცებ გამოცოცხლდნენ. სხვა თუ არაფერი, ჩაქუჩით ლურსმნების დაჭედება ნამდვილად გვეხერხება. გაისმა ჩაქუჩის ხმამაღალი, საშინელი კაკუნი. უცებ, დაჭედეს ორი ჩაქუჩით. კუბოს, ფსკერის ქვეშ, თოკები გაუწელეს. ქშენით, გაწონასწორებას ძლივს რომ ახერხებდნენ ისე, დაიწყეს კუბოს დაბლა, თიხის გრილ სიღრმეში ჩაშვება. ჩაუშვეს. თოკები უკან ამოწიეს. სევდიანად და ყრუდ გაისმა მიწის გრუხუნი კუბოს თავსახურზე, მერე უფრო ყრუდ, მერე უფრო რბილად...და შრაშუნში გადაიზარდა.
კიდევ ცოტა მოაყარეს და ისევ დაბნეულები გაჩერდნენ. დაშლის დრო იყო, მაგრამ ალბათ ყველას ჰქონდა გულში იმის განცდა, რომ რაღაც დაუმთავრებელია, უთქმელია ან არასწორად არის გაკეთებული... მაგრამ სხვა არაფერი დარჩა გასაკეთებელი.
საფლავი ამოვსებულია, საღამომდე ხომ არ იდგებიან აქ. ჯგუფებმა ცალ-ცალკე დაიწყეს დაშლა. ორმოცდაათ წელს გადაცილებული ქალი ყველას სთხოვს, რომ ოჯახში ჭიქით მიცვალებულის შესანდობარი აწიონ.
რა თქმა უნდა, ახლა შეიკრიბებიან ამ ქალის ქოხში, დალევენ, ცოტას შეჭამენ და კიდეც დალევენ, ბოლომდე დათვრებიან. დაადანაშაულებ? ვერა! რაღაცნაირად ხომ უნდა გადმოღვარონ სულიდან ეს უსაშველოდ მტანჯველი სევდა, გაცნობიერებული, ან სულაც გაუცნობიერებელი.
თავისი მეორე (მეორეხარისხოვანი სიმართლის) კოლექციის შესავსებად კირილმა მთხოვა თითქმის ყველა სოფელში მეპოვა კოლმეურნეობის თავმჯდომარე. ჩემი მთავარი როლი იმაში მდგომარეობდა, რომ სანამ თავმჯდომარეს, როგორც ჟურნალისტი, ვესაუბრებოდი, ვეკითხებოდი კოლმეურნეობის საქმეებს, კირილისთვის უფრო მოსახერხებელი იყო გვერდიდან შეეხედა, დაემიზნებინა, თუ სურდა ტელეობიექტივის გამოყენებით მოეახლოებინა თავმჯდომარის სახე, დაეჭირა მთავარი კადრი, დაეწკეპინებინა ჩამკეტი სნაიპერული სიზუსტით და გასამჟღავნებლად წაეღო ჩემი თანამოსაუბრის გამოსახულება, რომელმაც ხშირად არც იცოდა, რომ მას იღებდნენ. მაგრამ თუ შეამჩნევდა, მაშინ რა თქმა უნდა, პროტესტს კი არ გამოხატავდა, არამედ, პირიქით, უხაროდა. კორესპონდენტები ვართ, მოგვიანებით გაზეთში დაიბეჭდებით!
მაგრამ არ არსებობდა არანაირი ,,მოგვიანებით”. კირილი მაგიდაზე შლიდა ამ ფოტოებს და ამბობდა:
— შეხედე, შეხედე! აი, ისინი ჩვენი სოფლის მეურნეობის მეთაურები! იპოვე აქ ერთი ნამდვილი სახე მაინც, იპოვე სულიერების ნიშანწყალი რომელიმე მათგანში, დააკვირდი, ეს არ არის სახეები, არამედ რაღაც გაურკვეველი, წვერგაუპარსავები, ან სმისგან, ან უძილობისგან სახეშეშუპებულები. იქნებ ერთ ადამიანში მაინც ხედავ ნებისყოფას, გონიერების ნაპერწკალს, პიროვნების გამოხატულებას? უსახო ხალხი. დაბნეულები, ვერ გაუგიათ, რა ევალებათ. ისინი გააკეთებენ მხოლოდ იმას, რასაც ზემოდან დაავალებენ: — დათესეთ სიმინდი — დათესავენ სიმინდს. ამოძირკვეთ სიმინდი — ამოძირკვავენ სიმინდს. — გააფართოვეთ კოლმეურნეობა — აფართოებენ კოლმეურნეობას. დაშალე კოლმეურნეობა — შლიან კოლმეურნეობას. შემოიღეთ სამუშაო დღეები — შემოაქვთ სამუშაო დღეები. ჩაანაცვლეთ დღიური ხელფასი მოჭრილი ხელფასით — ანაცვლებენ დღიურს მოჭრილი ხელფასით.
არ უნდა იფიქრო არაფერზე, გარდა იმისა როგორ შეინარჩუნო შენი ადგილი და ამისთვის როგორ მოატყუო ხელისუფლება ყალბი მონაცემებით, როგორ აუხვიო თვალი და დააჯერო, რომ ყველაფერი უკვე დათესილია და მოსავალი აღებულია. მერე კი, უკანა რიცხვებით, ეს მაჩვენებლები უნდა შესრულდეს. მაგრამ ეს ყოველთვის არ გამოდის. ტყუილს ახალი ტყუილი მოსდევს და გამოდის, რომ ქაღალდზე ერთი რეალობაა, სინამდვილეში კი მეორე. ტყუილი უფრო და უფრო ზევით ინაცვლებს, სოფლიდან რაიონში, რაიონიდან ოლქში. სულ ბოლო ინსტანციაზე უმაღლესი საბჭოს ყრილობის, ან სხდომის ტრიბუნიდან ალბათ ვერავის მოატყუებ გარდა საკუთარი თავისა და კიდევ ხალხისა. მთავარია, ამ დროს ხალხს დაუმალო და აღმოფხვრა ქაღალდზე ის ციფრები, რომლებიც რეალობას არ შეესაბამება, ხორბლისა და შვრიის ყიდვით ამერიკაში, კანადაში, ავსტრალიაში...
სანამ კირილი ფოტოებს იღებდა, მე მომიწია თავმჯდომარესთან საუბარი და სულ არ გამჭირვებია , მისი ჩაჭრა მეორე კითხვისთანავე, როგორც გამოცდაზე, რადგან მაშინ დეტალურად ვიცოდი ჩვენი მეურნეობების მდგომარეობა. თავიდან ის გაფითრდა, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ შარშანდელი მოსავალი ცხრა ცენტნერი იყო, ძროხებმა ორი ათასი ლიტრი რძე მოიწველეს, კარტოფილის ნაწილი თოვლის ქვეშ დარჩა მინდორში, მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსებით ჩამოიყვანეს ქალაქიდან ხალხი სამუშაოდ. — ის საკვები შუა ზამთრამდეც არ გვეყოფა, წუხდა თავმჯდომარე, კირილის თქმით ჯერ „აღიარებდა” და იქვე იწყებდა თავის მართლებას და ჩივილს მუშახელის ნაკლებობის გამო.
საბჭოთა მეურნეობის ერთ-ერთმა დირექტორმა (მრავალფეროვნებისთვის) ასეთი რამ გვითხრა:
— ხვალ გავმართავ საერთო კრებას, მოვუწოდებ ხალხს, მოიწვიონ თავიანთი ახლობლები და ნაცნობები, ჩვენს მეურნეობაში სამუშაოდ.
— რა ვქნათ მუშახელის დეფიციტია.
— სად არის ხალხი?
— გარბიან, — მოკლედ და გარკვევით უპასუხა დირექტორმა.
— მაგრამ ნახეთ, მაინც რამდენი სახლია ჩვენი მეურნეობის განკარგულებაში. ხალხი
მათში ცხოვრობს და განა მთავარი ადამიანების რაოდენობაა?— მე დანიაში რომ ვიყავი...
— და რა ხდებოდა დანიაში? — ცოცხალი და დაინტერესებული ხმით გამოეხმაურა რეჟისორი.
იქ ფერმერული ტიპის მეურნეობა აქვთ. ეს გზა რუსეთს სტოლიპინის რეფორმის განხორციელებით უნდა დაეწყო. ასე ეწოდა კიდევაც „დანიური გზა“. მაგრამ დანია პატარა ქვეყანაა. მართალია შრომის ფანტასტიური პროდუქტიულობით გამოირჩევა, მაგრამ მასშტაბებია სულ სხვა. თუ ასეთ პროდუქტიულობას მივაღწევთ რუსეთის მასშტაბით...
— როგორ პროდუქტიულობას? ვთხოვე, პატარა ფერმის მაგალითით ეჩვენებინა.
— კარგი! წარმოიდგინე დაახლოებით იმხელა მიწის ნაკვეთი, რამდენიც აქვს გლეხს საშუალოდ თავის მეურნეობაში. მეტიც, ფერმა არ აგვირჩევია. უბრალოდ გზაზე მივდიოდით და საუბარს შევყევით. მთავარი გზიდან გადავუხვიეთ და ფაქტობრივად პირველ ფერმაში მივედით, რომელიც შეგვხვდა.
ამ ფერმაში ცოლ-ქმარი ცხოვრობს. ორივე ოცდაათი წლისაა, შვიდი ჰექტარი მიწა. აქვთ. ქალიშვილი მოზარდია. ჩემს ქალიშვილს თავისი საჯირითო ცხენი ჰყავს. კიდევ ერთი ცხენი გვყავს სამუშაოდ. კიდევ სანახევროდ, მეზობელთან ერთად ტრაქტორიც შევიძინეთ. უკან მისამაგრებელი იარაღები საკუთარი გვაქვს,
ნეტა განახათ ხელსაწყოები: ჩანგლები, ნიჩბები, საფარცხი, ყველაფერი მკვეთრი ფერისაა, ტარები შესაბამისად მოხრილია, რათა ნაკლები ძალისხმევა დაიხარჯოს და სამუშაო იარაღების გამოყენება. გაადვილდეს. ორი მანქანა ჰყავთ: ერთი მსუბუქი და მეორე— პატარა სატვირთო. რასაც თავად აწარმოებენ, არ ჭამენ. სპეციალური მანქანა ჩამოდის (სწორედ ჩვენი იქ ყოფნისას მოვიდა) და მოაქვს, რასაც გამოიწერენ: ხორცი პაკეტში, მწვანე ბარდა, ისპანახი... დიასახლისმა მაცივარი მაჩვენა — ჰორიზონტალური, ზარდახშას მსგავსი. ასწია სახურავი — სავსე იყო საკვებით. ყველაფერი სუფთა და ნათელია, როგორც სურათზე წიგნში გემრიელი და ჯანსაღი კვების შესახებ.
— რას აწარმოებენ?
— სამი სახის სარეალიზაციო პროდუქტი აქვთ: რძე, კვერცხი და ღორი.
— რა თქმა უნდა, ვიკითხე, შვიდ ჰექტარზე, სანახევრო ტრაქტორით და ცხენით, ორი ადამიანი რამდენ პროდუქტს აწარმოებს?
— რამდენს და ორ ტონა კვერცხს, რძეს, 1800 კგ კარაქზე გათვლით ორმოც გოჭს ბეკონისთვის.
— კვერცხი წონით?
— დიახ, იქ მაღაზიებში კვერცხები წონით იყიდება. ასე რომ, დაახლოებით ოცდაათი ათასი ცალს, თუ სამ სულზე, ქალიშვილის ჩათვლით, გავყოფთ, გამოდის ათი ათასი თითოეულ ადამიანზე და სინამდვილეში თხუთმეტი ათასი, რადგან მხოლოდ ორი მუშაობს. აი ამას ჰქვია გეგმის შესრულება. აი, ეს არის პროდუქტიულობა!
— ჩვენ რა გვაქვს? რეჟისორმა თითქოს გამოიღვიძა.
— თქვენ ქათმის ფერმა გაქვთ?
— კი, გვაქვს!
— და შარშან, საშუალოდ, რამდენი კვერცხი ჩააბარეთ თითო სულზე?
— ჩვენთან ქათმები არაა მთავარი, ჩვენ ვაწარმოებთ ძირითადად რძეს.
— და მაინც, დაახლოებით რომ გვითხრათ!
— არა, არა! — ყოყმანობდა დირექტორი. — მრცხვენია ამის თქმა.
— მაინც რამდენი?
— სამი კვერცხი ერთ სულზე!
— ახლა ავიღოთ თქვენი მთავარი პროდუქტი — რძე. იმ დანიელ ფერმერს ჰყავს ძროხები, ხუთი ათასი ლიტრ რძეს იწველებიან. ვეუბნები: ჩამოდი ჩვენთან, მაშინვე მოწინავეთა რიგებში ჩაეწერები, შენი პორტრეტი რეგიონულ გაზეთში დაიბეჭდება, მერე შრომის გმირის წოდებასაც მოგანიჭებენ. — არაო, ამბობს, როგორმე რეგიონული გაზეთის გარეშეც გავძლებო...
— აბა, ახლა ავიღოთ თქვენი მთავარი პროდუქტი, რძე.
— არც კი ავიღებ, — უპასუხა დირექტორმა, — უკვე მივხვდი: განსხვავებული სისტემაა — განსხვავებული შედეგები. აქედან შეიძლება შემდეგი დასკვნა გამოვიტანოთ: მუშახელის დეფიციტის პრობლემა კი არ მაქვს, არამედ ჩემი მეურნეობა ნამდვილი მოწყალების სახლია. იმათ ორმოცი გოჭი ჰყავთ ორ სულზე. ჩემს თითოეულ მუშაკზე ოცი გოჭი რომ იყოს, მთელ რეგიონს გოჭებით გავავსებდით. ან რა ამბავია ათას რვაასი კილოგრამი კარაქი წელიწადში. ერთ ფერმაში, ორი ადამიანისგან. უბრალოდ წარმოუდგენელია! თუ ჩვენ სამასი კაცი გვეყოლება მეურნეობაში. ეს ნიშნავს, მოგვიწევს ექვსი მილიონი კვერცხის, დაახლოებით ოცდაათი ტონა კარაქის და კიდევ ექვსი ათასი გოჭის წარმოება ბეკონისთვის. არა, გონებაში ვერ ჯდება, როგორი უხვია მათი მოსავალი...