ალექსანდრე კაბაკოვი
კაბაკოვი ალექსანდრე აბრამის ძე (1943—2020) — პროზაიკოსი, სცენარისტი, ჟურნალისტი და პუბლიცისტი. „დიდი წიგნის“, აპოლონ გრიგორიევისა და რამდენიმე სხვა პრემიის ლაურეატი.
დაიბადა ნოვოსიბირსკში, დაამთავრა დნეპროპეტროვსკის უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, მუშაობდა ინჟინრად. ჟურნალისტური კარიერა გაზეთ „გუდოკში“ დაიწყო. 1989 წელს გამოქვეყნებულმა სენსაციურმა ანტიუტოპიურმა მოთხრობამ „არდაბრუნებული“ ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ავტორად აქცია, რომელმაც თავი (გარდაქმნის) პერესტროიკის დროს წარმოაჩინა. მუშაობდა „მოსკოვის ნიუსსა“ და „კომერსანტში“, რომლებშიც ბევრჯერ დაიბეჭდა როგორც პუბლიცისტი და მიმომხილველი.
კაბაკოვი ავტორია მრავალი წიგნისა, მათ შორის: „შემთხზველი», «პრეტენდენტი», «უკანასკნელი გმირი», «გაქცეული», «ყველაფერი გამოსწორებულია», «მოსკოვის ზღაპრები».
ავტორი ძირითადად მუშაობდა სოციალური ფანტასმაგორიის ჟანრში, ასევე აღწერდა ქალაქის საყოფაცხოვრებო პრობლემებს, ითავსებდა აქტუალურ თემებს, გამოირჩეოდა რუსულ ლიტერატურის კლასიკური ტრადიციებისადმი ერთგულებით.