მიხეილ პოპოვი

პოპოვი მიხეილ მიხეილის ძე (1957 წ.) — პროზაიკოსი, პოეტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, კინოსცენარისტი, მოსკოვის მთავრობის პრემიის ლაურეატი (2002 წ.), ანდრეი პლატონოვის (2000), გონჩაროვისა (2009) და სხვა პრემიების ლაურეატი. დაიბადა ხარკოვში, მხატვრის ოჯახში. ბავშვობა გაატარა ყაზახეთში. დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო კოლეჯი, შემდეგ მ. გორკის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტი. მუშაობდა ჟურნალში ,,ლიტერატურის მაცნე», იყო ჟურნალ „მოსკოვის მოამბის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე.
2004 წლიდან ხელმძღვანელობს რუსეთის მწერალთა კავშირთან არსებულ პროზის საბჭოს. მისი პირველი მნიშვნელოვანი პუბლიკაცია პროზაში იყო მოთხრობა «ბედის ნებიერი». (1983). გამომცემლობა ,,საბჭოთა მწერალმა“ 1986 წ. გამოსცა მიხეილ პოპოვის პირველი რომანი „დღესასწაული“. მ. მ. პოპოვი ავტორია პოეტური კრებულებისა «ნიშანი», «ხვალინდელი ღრუბლები» და 20-ზე მეტი პროზაული წიგნისა, მათ შორის ფსიქოლოგიური და სათავგადასავლო რომანებისა ,,უნებური ქვისმთლელები», «პლერომა» და სხვა.
მწერალი ისტორიულ რომანისტად მოგვევლინა ბიოგრაფიულ რომანებში «სულლა», «ტამერლენგი», «ბარბაროსა», «ოლონი». პოპოვის პროზა არის სიუჟეტური, ხშირად პარადოქსული, თამაშისკენ და მისტიფიციკაციისკენ მიდრეკილი, მაგრამ ამავე დროს უცვლელად რჩება კლასიკური ტრადიციების ერთგული.