ანდრეი ვოლოსი
ვოლოსი ანდრეი გერმანის ძე (1955 წ.) — მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, რუსეთის ფედერაციის (2000), „რუსი მწიგნობრის’ (2013), „ანტიმწიგნობრის“ და კიდევ მრავალი სხვა პრემიების ლაურეატი.
დაიბადა სტალინაბადში (დუშანბე), გეოლოგის ოჯახში. დაამთავრა მოსკოვის, გუბკინის სახელობის ნავთობისა და გაზის მრეწველობის ინსტიტუტი, „გეოფიზიკის“ სპეციალობით. მუშაობდა რიელტორად, პროგრამისტად, დაკავებული იყო ტაჯიკური პოეზიის თარგმანით. ლიტერატურაშია — 80-იანების დასასრულიდან.
ავტორი რომანებისა „ხურამაბადი“, „უძრავი ქონება“, „მოსკოვური მექა“, „ანიმატორი“, „გამარჯვებული“, „მოღალატე“ „პანჯურაში დაბრუნება“ და სხვა. მუშაობს ისტორიული რომანის, ანტიუტოპიის ჟანრში. ვოლოსის უმთავრესი თემა გახლავთ შუა აზია, მისი სულიერი ისტორია და თანამედროვეობა.
კრიტიკოსების აზრით, „ვოლოსის პროზაში რეალიზმი გვევლინება თავისი, ტრადიციული ფორმით — და გვიმტკიცებს თავის, ამოუწურავ სიცოცხლისუნარიანობას“.