ჯუჯები გიგანტთა მხრებზე


განა ყველა გიგანტს
აქვს ნება და დრო
ჯუჯების მხარდასაჭერად, მაგრამ
ჯუჯები ახერხებენ დრო გამონახონ
გიგანტების მხარდასაჭერად
თუნდ ნაწილ-ნაწილ:აი ჯუჯას
ხელში უჭირავს გიგანტის ღვიძლი —
შენ ჩემს ღვიძლში ზიხარ —
ღიზიანდება გიგანტი და
ჯუჯას თავის მხრებზე გადასვამს. აი,
ჯუჯას ხელში უჭირავს მისი ფილტვები
და ხელს უშლის სუნთქვასა და შთაგონებაში,
გადმოაფურთხებს თავის მხრებზე აქაც გიგანტი.
აქ არის ჯუჯა ატლანტას პოზაში,
ხელში უჭირავს გიგანტის გული და ჩასჩურჩულებს:
გულში მთავარი — ეს პარკუჭია,
გიგანტი ჯუჯას გულიდანაც გამოაძევებს
და მხრებზე დაისვამს.
ჯუჯებს ხელში უჭირავთ თვალის კაკლები
და კბენენ მათში ასახულ ზეცას,
ჩაუძვრებიან ყურს ნიჟარაში
და წვეთ-წვეთობით იპარავენ ოკეანის ხმას,
ისინი ძვლებივით იმალებიან ენის ქვეშ,
რათა ხელი შეუშალონ გიგანტის მეტყველებას,
ძვრებიან გიგანტის არტელის
ტვინის სტრუქტურებში, ერთმანეთს რომ შეაჯახონ
მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფერო.
ყველანი ისინი გროვდებიან გიგანტის მხრებზე,
მხარზე ურტყამენ,
გულის ჯუჯები, გონების ჯუჯები,
მეტყველების ჯუჯები, სულის ჯუჯები —
საოცარია, როცა მაღლიდან,
სხვისი მხრებიდან, მაუწყებლობენ, მღერიან და ცეკვავენ,
და აი, ახლა უკვე შენც ცეკვავ
მათი ანსამბლის ჰარმონიული ხმის ქვეშ