ზამთარი ფრანკფურტში
გაჰკიოდნენ იახტები ნავსადგურში,
გერმანული ცინდრის ბლოკის დასახლებას;
იყო ელვა — ცას მოჰხადეს თითქოს ქუდი
როგორც წყალში მოკლე ჩართვა ალალბედად.
ავტობუსი ჰარმონიით გაჟღენთილი,
მოეჭიდა ბეწვის ხავერდს მოსახვევში,
თურქის ძაღლი ფანჯრის რაფას აწვერილი,
ცმაცუნებდა კრუნჩხვითა და ფქვილით პეშვში...
მე წვიმაში შევაბიჯე და წვეთები,
წკაპუნობდნენ ჩემი ქუდის ბოლოებში;
კატა თათით ჰაერს ჩხვლეტდა გახელებით,
ულვაშა და მთვრალი, როგორც პოლონელი;
ზამთარი კი იყო სულ მთლად გაყინული,
დინებაც და ჩაბნელებაც მასში იყო,
ასდიოდა ნემეცის და ძაღლის სუნი,
ერთდროულად გემრიელი გაზის სითბო.
მივდიოდი მარტოდმარტო და ყორნები,
თუ ყვავები დამჩხაოდნენ მფრენნი ცადა,
ოთხივ მხრიდან, არ იცოდა არც რომელი,
ქროდა ქარი, სისხლმაც ფერი შეიცვალა.




