მშობლიურო ენავ, ჩემო...

               * * *

მშობლიურო ენავ, ჩემო,
წადი ჩემგან და მომცილდი,
მეშინია ცეცხლის, შენ რომ
წამიკიდე და რომ ვიწვი.

ისე ვზივარ როგორც მკვდარი,
კრემატორიუმის ღადრში,
თითქოს მღერის და მეძახის,
რა მჭირს, რა მჭირს, რა მჭირს, რა მჭირს?