ძველი მევიოლინე უკრავს ლვოვის ბაზარში...
* * *
ძველი მევიოლინე უკრავს ლვოვის ბაზარში,
გულს ხან წამლად ედება, ხან იწყება განგაში...
უკრავს მოტივს უბრალოდ, თავს არავის აწონებს,
მხოლოდ იქ მდგარ ბიჭუნას აკვირდება და წონის...
ყველა სულელს ეძახის მოხუც მევიოლინეს,
თუ უკრავდა, არ ახსოვთ, ასე გზნებით ოდესმე.
ალბათ მალე გაქრება, დრო წალეკავს იმ დღეებს,
მხოლოდ ბიჭის ხსოვნაში ეს მუსიკა იჟღერებს.
რადგან იმ სამყაროში, სადაც თავი ამოყო,
ყრმობის ტკბილი ძილიდან, იქ მუსიკა არ იყო...
ის აქედან არ წავა, ამ ხმას გაუფრთხილდება
და მის მხარზე მუსიკის ანგელოზი ისხდება...




