საგვარეულო ხე
„გააკეთე საგვარეულო ხე“ — ბრძანებს ჩანაწერი სკოლის დღიურში — ორშაბათამდე, ფორმატი — A4. ჩემი რვა წლის ქალიშვილი სახატავი ალბომიდან საჭირო ზომის ფურცელს იღებს და კითხვა შეპარული მზერით გვიყურებს მე და ჩემს ქმარს. მე კომპიუტერში ვეძებ ფაილს გარდაცვლილი დეიდის ჩანაწერებით, ქმარი კი თავისი არქივის საქაღალდეებში. აქამდე აზრადაც არ მოგვსვლია ჩვენი მასალების ერთად თავმოყრა. ჩვენ ვპოულობთ: სქემებს, ცხრილებს Excel-ში, დასკანერებულია ჩანაწერებს და ხელით ნახაზებს, ფოტოსურათებს, საპასუხო წერილებს არქივიდან.
— თქვენ უბრალოდ უნდა დახატოთ საგვარეულო ხე და ჩამოწეროთ სახელები, — განმარტავს ქალიშვილი. ეს შესაძლებელია სიცოცხლისა და სიკვდილის თარიღების გარეშე და თუნდაც მამის სახელების გარეშე.
— რატომ მამის სახელის გარეშე? — უკვირს მიუხვედრელ ქმარს.
— ფურცელზე რომ დაეტიოს?
დავიწყეთ სამუშაო ნიმუშის გაკეთება. ერთ დროს, მამიდაჩემმა, რომელმაც რამდენიმე წელი გაატარა ამერიკასა და ახალ ზელანდიაში, შორეულ ნათესავებთან მიმოწერაში, შეძლო აღედგინა ჩვენი გენეალოგიის კვალი 1804 წლამდე — სწორედ მაშინ დაიბადა ადამიანი, რომელსაც ჩვენ ოჯახის დამაარსებლად მივიჩნევთ: ყაზანელი ვაჭარი, რომლის მკაცრი სქელი სახე თეთრი ტურბანის ქვეშ ძლივს მოჩანს პაწაწინა, ნახევრად წაშლილ ფოტოზე.
წინაპრის ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი — მხოლოდ ის, რომ იყო ნამდვილი ხოჯა, რომელიც მომლოცველად წავიდა მექაში. კვლევის გაკეთება არ დამჭირვებია: ოჯახის ისტორიაზე ყველა მასალა მივიღე საჩუქრად — უფრო სწორად, მემკვიდრეობით. ქმარმა, პირიქით, თავად მოიპოვა ყველა ინფორმაცია: ის ჩაუღრმავდა არქივებს, ძველ გაზეთებს, ეძებდა სპეციალურ საიტებს, იმოგზაურა რუსეთში და ესაუბრა ნათესავებს ამ საქმეს წლები დასჭირდა. ვიღაცის ბედი მთლიანად აღადგინა, ვიღაცაზე იპოვა მხოლოდ ოჯახური ლეგენდების ფრაგმენტები (მაგალითად, ერთერთი დიდი ბებიისგან, შთამომავლებს არ ჰქონდათ რაიმე სურათი ან დოკუმენტი, მხოლოდ ისღა ახსოვდათ: ქალს იმდენად მავნე ხასიათი ჰქონდა, რომ იგი საჯაროდ ესროდა ფეხსაცმელს ქმარს, ფეხსაცმლის მწარმოებელს). ამგვარი კვლევით მან მიაღწია — XIX საუკუნის დასაწყისამდე.
და აი, ჩვენ ვცდილობთ დავაფიქსიროთ სახელები ფურცელზე — მთელი XIX საუკუნე და მთელი XX საუკუნე. ვერ ვატევთ.
— ჩვენ გვჭირდება უფრო დიდი ფორმატი”, — ამბობს ქმარი. — რომ მამის სახელებიც იყოს და კიდევ უკეთესი თუ ფოტოებიც იქნება.
ქალიშვილი ჩაფიქრებული თავს აქნევს: ნათესავების მოულოდნელმა სიმრავლემ იგი მთლიანად გააოგნა.
მივდივართ საკანცელარიო მაღაზიაში და ვყიდულობთ ყველაზე დიდი ფორმატის ფურცელს. მასზე ფანქრით ვხატავთ ხეს: ის გამოდის მრავალტოტა, გაშლილი ტოტებით. ვაკრავთ ჯერ ქალიშვილის ფოტოს, მერე ჩვენსას, ჩვენს მშობლებს საკმაოდ შთამბეჭდავი ფოტოალბომი აქვთ; ბებია-ბაბუისგან უფრო თხელი ალბომი დაგვრჩა, მაგრამ საკმარისი. რომელი სურათები ავარჩიოთ? მაშინვე ვიღებთ გადაწყვეტილებას: ავიღოთ ახალგაზრდა სახეები — ჯერ კიდევ გულუბრყვილო, რბილი ნაკვთებით, ნაოჭები რომ არ შეხებია.
აი, ჩემი ერთი ბებია: ყაზანის უნივერსიტეტის უფროსი სტუდენტი, ცოტაც და იქთიოლოგი — მოდური თმის ვარცხნილობით, მძივებით მოქარგული ქუდით; თათრული და რუსულის გარდა საუბრობს არაბულად; თავდაუზოგავად უყვარს ოპერა და ფიგურული სრიალი; ცხოვრობს მშობლებთან ერთად უზარმაზარი კომუნალური ბინის, კუთხის ოთახში (რევოლუციამდე მათ ეკუთვნოდათ სახლის მთელი სართული, შემდეგ ოჯახი „შეავსეს“, მადლობა, რომ საერთოდ არ გამოასახლეს).
აი, მეორე: კულაკური გადასახლებიდან ახლახან დაბრუნებული ახალგაზრდა მასწავლებელი, — გამხდარი, მამაკაცის ქურთუკში გამოწყობილი, მჭიდროდ შეკუმშულ ტუჩებზე სასაცილო მუქი პომადით; ციმბირის დასახლებაში 16 წლის განმავლობაში მას კინაღამ დაავიწყდა მშობლიური თათრული და ამიტომ მთელი ცხოვრება ასწავლის ბავშვებს რუსულ ენას და მის მეტყველებას ბოლო დღეებამდე შერჩება ძლიერი ციმბირული ელფერი. აქ არის ერთი ბაბუა: გამოკვეთილ ნაკვთებიანი ახალგაზრდა მამაკაცი შეშინებული თვალებით — ცოტა ხნის წინ უსახლკარო ბავშვი, რომელმაც სრულად იწვია შიმშილობა ვოლგის რეგიონში და მთელს თურქესტანში დაეხეტებოდა საკვების საძიებლად.
და აი მეორეც: ლეიტენანტი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ომიდან დაბრუნდა. მალე გაიხდის სამხედრო ფორმას და წავა სკოლაში სამუშაოდ — ჯერ კიდევ ორმოცდაერთ წელს მიღებული დიპლომის მიხედვით, გერმანული ენის მასწავლებლად. მთელი ცხოვრების მანძილზე, ის ერთ სიტყვას არ იტყვის იმაზე, რაც მას შეემთხვა წინა ხაზზე ოთხი წლის განმავლობაში: ყველა კითხვაზე სიჩუმით უპასუხებს, ბავშვებს ასწავლის გერმანულ ენას, რომლის სიყვარულიც სასწაულებრივად გამოატარა ომის ქარცეცხლში... არადა ამ ფოტოებზე ყველა მათგანი ჩვენზე ახალგაზრდაა, — აღნიშნავს ქმარი. ეს სიმართლეა. ფორმატის ფურცელზე — სრულიად ახალგაზრდა, თითქმის ბავშვური სახეებია: ჩვენი მშობლები და მათი მშობლები თითქოს თანატოლები არიან.
ჯერჯერობით, ეს საგვარეულო ხე ძალიან წააგავს ფურცელს სკოლის ალბომიდან, კურსდამთავრებულების ფოტოებით. მხოლოდ ირიბი ნიშნებით — სამხედრო ზედას მოყვანილობა, კომკავშირის სამკერდე ნიშანი, თმის ვარცხნილობის ფორმა — შეიძლება დადგინდეს, რომ ფოტოები სხვადასხვა დროს იყო გაკეთებული, ზოგჯერ ნახევარი საუკუნის სხვაობით. ეს განსხვავება შეუმჩნეველია ჩვენი რვა წლის ქალიშვილისთვის: ის გულდასმით ათვალიერებს მათ, ვისაც წინაპრად თვლის.
— ეს მერილინ მონროს ჰგავს! — ამბობს ის ერთ-ერთ ფოტოზე. თუმცა, ვითარება თანდათან იცვლება: უფრო ძველი თაობის ხალხის ცოტა სურათია შემორჩენილი, საგვარეულო ხე კი თანდათან იფარება სხვადასხვა იერისა და ასაკის პორტრეტებით. აქ არიან ჩვენი ბებია და ბაბუა. მკაცრი თათარი მოხუცი ქალი თოვლივით თეთრ ნაქსოვ შარფში, რომლის ქვეშაც, სიბერისგან ნახევრად დაბრმავებული თვალები ძლივს მოუჩანს (ოჯახური თქმულების თანახმად, მას ისე გაგიჟებით უყვარდა თავისი ერთადერთი ვაჟი, რომ ვერ აპატია მშობლიური სოფლიდან ქალაქში გადასვლა და მალევე გარდაიცვალა). აი, დიდთვალება ბაიკალელი გლეხის ქალი, მოჩუქურთმებულ მაგიდას იდაყვით ჩამოყრდნობილი, ვარდით ხელში (ერთხელ მან, თავი რომ დაეხსნა ჰუნგუზებისგან — ჩინელი მძარცველებისგან, რომლებიც მოქმედებდნენ მანჯურიაში და რუსეთის შორეული აღმოსავლეთის მიმდებარე ტერიტორიებზე მე-19 საუკუნის ბოლოს, მე -20 საუკუნის დასაწყისში, გაიარა ასი კილომეტრი ტაიგაში — მეგზურის გარეშე, ერთი წლის ქალიშვილით ხელში).
— აი, ჩვენი დიდი ბაბუები. მარჯვე უნტერ— ოფიცერი სქელი ულვაშებით, ამაყად რომ უდევს ხელი გრძელი ხმლის ვადაზე. ხანშიშესული კაზაკი ჩერნიგოვის გუბერნიიდან, რომლის მცხუნვარე მზისგან გაშავებულ დანაოჭებულ სახეზე მხოლოდ თვალებიღა ბრწყინავს. ყაზანელი ბურჟუა თახვის ქურქში, ზეთით დარბილებული ელეგანტური წვერით. სურათების გეოგრაფია შთამბეჭდავია — ისინი მთელ რუსეთშია გადაღებული: ყაზანიდან ხაბაროვსკამდე, ვორონეჟიდან სევერომორსკამდე, კოლას ნახევარკუნძულზე.
ჩვენი წინაპრები მუდმივად მოძრაობდნენ ქვეყნის გარშემო: 1917 წლამდე საკუთარი ნებით, შემდეგ — სახელმწიფოს დავალებით. ისინი მიდიოდნენ ბურლაკებთან და ომში; ისინი მიემგზავრებოდნენ დიდ ქალაქებში თავიანთი შვილებისთვის უკეთესი ცხოვრების საძიებლად — და ანგარის ნაპირებზე კულაკურ გადასახლებაში; ისინი მიემგზავრებოდნენ სასწავლებლად დედაქალაქში — შემდეგ კი არქტიკული წრის მიღმა განაწილებით სამუშაოდ. ეს მუდმივი გადაადგილებები — ზიგზაგებივითაა რუკაზე — და ერთმანეთს ემატება, ერთ სივრცეში აქცევს მთელ ქვეყანას: პეტერბურგში და ასტრახანში, კრასნოიარსკში და ბარნაულში, ნოვოსიბირსკში, იაროსლავში, ჩიტაში, პეტროპავლოვსკ-კამჩატკაში — ყველგან არის ქუჩები და სახლები, რომლებიც გარკვეული დროით მშობლიური ხდებოდა მათთვის.
ამ გადაადგილების მარშრუტები ჩვენ არც თუ ისე დიდი ხნის წინ აღვადგინეთ — წარსულის ცოდნა ყოველთვის არ იყო დაფასებული. ოდესღაც ეს ბევრისთვის ტვირთი იყო და სიცოცხლისთვის საშიშიც კი. ასე, მაგალითად, ჩემი ქმრის ბაბუა მთელი ცხოვრება მალავდა სიმართლეს მამამისზე (კოლეგიის მმართველზე, რომელიც წავიდა თეთრ გვარდიასთან ერთად ჩინეთში და იქ ჩაიძირა). თვითონ მუშაობდა მუშად, იყო მწყემსი, დაქირავებული მეზღვაური, ,,ჩონის’’ მებრძოლი (ეს იყო სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები 1917-1925 წლებში, პარტიულ კომიტეტებთან შექმნილი რაზმები და პარტიული წარმონაქმნები საწარმოებში, შექმნილი საბჭოთა ხელისუფლების დასახმარებლად კონტრრევოლუციის წინააღმდეგ ბრძოლაში) — და ეს ყველაფერი მხოლოდ იმისათვის, რომ გაემართლებინა ჩანაწერი გრაფაში «სოციალური წარმოშობა». ერთადერთი, რასაც მისი გაცემა შეეძლო, იყო საშუალო სკოლის ყოფილი მოსწავლის სამაგალითო ხელწერა. საბედნიეროდ, ამას არავინ აქცევდა ყურადღებას: ეს არც ისე იშვიათი იყო იმ დროს — მწყემსი კალიგრაფიული ხელწერით ...
— „ის მართლა ყოფილი მწყემსია?“ — ეკითხება ქალიშვილი და თითებით ფრთხილად ეხება პრიალა ფოტოს. ახალგაზრდა რიჩარდ გირს ჰგავს. გეუბნები: მწყემსია! — ამტკიცებს ქმარი. — მისი კითხვარის ასლს არქივიდან მოგვიანებით გაჩვენებთ. იქ ყველაფერი შავით თეთრზე წერია, მისივე ხელით.
— საიდან იცით, რომ კითხვარი მართალია? ქმარი დუმს: ნამდვილად ვერ შეეწინააღმდეგება. წარსულის აღდგენა არქეოლოგიით დაკავებას ჰგავს: თითებით ტონობით ქვიშის გაცრა გიწევს იმისთვის, რომ ძვირფასი თავის ქალები და ფრაგმენტები იპოვო; ან კიდევ მიწიდან უზარმაზარი ხის ძირფესვიანად ამოთხრას ჰგავს, როცა ფრთხილად ექაჩება და ცდილობ, არ დააზიანო. მაგრამ ხანდახან ყველაზე შრომატევადი შრომაც კი არაფერს იძლევა, თუ ეს ფესვები დიდი ხანია გადაჭრილია ვინმეს მტკიცე ხელით და ყველაზე დასანანი ისაა, თუ ეს საყვარელი ადამიანის ხელია. ჩვენი ერთ-ერთი შორეული ნათესავი მრავალი წლის განმავლობაში ინახავდა საწოლქვეშ წერილების, ღია ბარათებისა და ფოტოების ყუთს. იქ, სქელ შეკვრაში, წლების მიხედვით იყო დალაგებული და მკაცრი ძაფით შეკრული, მთელი მისი წარსული. სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე, უკვე ავადმყოფობისგან დაუძლურებულმა და საწოლს მიჯაჭვულმა, ბრძანა ყუთის შიგთავსის სრული განადგურება ბოლო ფურცლამდე.
ვერავინ ვერ გაბედა მომაკვდავის ნებას შეწინააღმდეგებოდა: ქაღალდები სწორედ იქ დაწვეს, ოთახში — ლითონის ავზში, პატრონის თვალწინ. ცოტა ხნის შემდეგ, იგი გარდაიცვალა, ფერფლად ქცეული მისი ცხოვრების ხილვით დამშვიდებული. მისი შვილები დღემდე ვერ პატიობენ საკუთარ თავს ძვირფასი არქივის განადგურებას ... როდის გამოიგონეს ფოტოგრაფია? -ინტერესდება ჩემი ქალიშვილი, რომელიც საგვარეულო ხის ტოტებს გულმოდგინედ ამატებს ყვავილებსა და ფოთლებს.
— მე-19 საუკუნის დასაწყისში, სადღაც პირველ მესამედში. ისე, საყოველთაო ფოტო სტუდიების გახსნა დაიწყეს საუკუნის ბოლოს.
— ძალიან გვიან,— სევდიანად გააქნია თავი. ფოტოები მოთავსებულია ფორმატის ფურცელზე ერთმანეთის მიყოლებით, ზოგან ერთმანეთს ეხებიან კიდეებით და სახეების განსხვავება მაშინვე უფრო აშკარა ხდება. სახის ნაკვთები — ფართო ყალმუხური და იქვე ვიწრო პოლონური; თვალები — დახრილი მონღოლური, შეშუპებული ქუთუთოებით და ფართოდ გახსნილი ნათელი თვალები; კულულები — შავი და ხორბლისფერი; ცხვირები — ბოლოში აპრეხილი და გამოკვეთილი ქართული კეხით.
ჩემი ქალიშვილისკენ ვაპარებ მზერას: ყველა ეს თვისება, ასე განსხვავებული, იმალება მასში, გენეტიკურ სპირალებად გადაბმული, დახვეული და შეფუთული. თუ რამდენიმე წლის შემდეგ ოდნავ აწეული ცხვირი გასწორდება და თმა ღია ქერადან წაბლისფრად გადაიქცევა, არ უნდა იყოს გასაკვირი. ხომ სიმართლეა, რომ მსოფლიოში ყველაზე რთული სისხლის საკითხია. ან თუნდაც ხასიათის და პირადი არჩევანის საკითხები? თუ უცებ ქალიშვილს მოინდომებს უცხო ენის მასწავლებელი გახდეს, ეს მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იქნება თუ სალამი წარსულიდან, წინაპარ-მასწავლებლებისგან? და თუ მას მოეპრიანება ვინმეს ცხელ გულზე ესროლოს ჩექმა, იქნება ეს მისი ტემპერამენტის გამოვლინება თუ უბრალოდ მავნე წინაპრისგან მიღებული მემკვიდრეობა?
სად გადის ზღვარი, რომელიც გვაშორებს ჩვენ, 21-ე საუკუნის ადამიანებს, ინდივიდუალისტებსა და ეგო ცენტრისტებს, ინტერნეტისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ჩემპიონებს, წინა თაობებისგან? ეს საზღვარი არსებობს? და მართლა ასე მნიშვნელოვანია მისი გავლება? იქნებ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ზურგს უკან სიცარიელე არ იგრძნობოდეს? იცოდე, რომ იქ, უკან ვიღაც იყო? რომ გქონდეს შესაძლებლობა გვერდიდან გახედო, ან თუნდაც ხელი გაუწოდო? ..
როცა უკვე ბოლო ფოტო დაკრულია და გვარი დაწერილია, ფორმატის ფურცელს ვამაგრებთ კედელზე, რათა შევაფასოთ ჩვენი ძალისხმევის ნაყოფი. რამდენიმე ათეული სახე — მოწიფული, მოხუცი, მაგრამ ძირითადად, ახალგაზრდა და უფრო ნორჩებიც კი — შემოგვიყურებს კედლიდან ჩვენ კი მათ ვუყურებთ და ძალიან კარგად გვესმის, რომ აქ, ჩვენი ქალიშვილის საწოლის გვერდით, ჩვენი შემოქმედება დიდხანს დარჩება. ჩვენგან კი რა დარჩება ვთქვათ, ასი წლის შემდეგ? ალბათ ზუსტად იგივე: ერთი პორტრეტი, ერთი ფრაზა («ეს ის ბაბუაა, რომელიც ...» ან ,,ეს ის ბებიაა, რომელიც ...»). მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი ფოტოების რაოდენობა იზომება ათასობით და სოციალური ქსელები აფიქსირებს ყოველ ნაბიჯს, საგვარეულო ხის ფურცელზე მხოლოდ ჩვენს ერთ ფოტოს დააკრავენ და მისი შემყურე ჩვენი შვილთაშვილი მხოლოდ ერთ რამეს და მთავარს გაიხსენებს.
ქალიშვილმა შესრულებული სამუშაოსთვის ფრიადი მიიღო (მასწავლებელი ცოტა შეწუხდა, რომ ფორმატი ზომით არ შეესაბამებოდა დავალებაში მითითებულს, მაგრამ ვერ გაბედა ნიშნის დაწევა).
ჩემი ქმარი, გაწეული შრომის შედეგად, ან იქნებ სხვა მიზეზის გამო, სერიოზულად დაინტერესდა ბაიკალის მხარის განვითარების ისტორიით; მალე შორეულმა ნათესავებმა იპოვეს იგი ინტერნეტის საშუალებით — რომ გაიგეს, ოჯახის გენეალოგიით იყო დაინტერესებული, ცოდნის გაერთიანება შესთავაზეს. მე კი რამდენიმე მოთხრობა დავწერე თათრული სოფლის შესახებ. მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა. საგვარეულო ხე ჯერ კიდევ ჰკიდია ჩემი ქალიშვილის საწოლის ზემოთ. დროდადრო, ზოგიერთი ფოტოსურათი იკეცება, მაღლა სწევს კუთხეებს და ,,ხიდან» გადმოფრინდება, მაგრამ ჩვენ რეგულარულად ვაბრუნებთ მათ შესაბამის ადგილებზე. ზოგიერთ კადრს შეიძლება მალე დასჭირდეს განახლება: შუქზე სურათები ხუნდება და კარგავს სიცხადეს (თუმცა მე მირჩევნია არა ახალი ფოტოების პრიალა სიმკვეთრე, არამედ ხაზების რბილი სიმკრთალე და გახუნებული ფოტოების მდუმარე ჩრდილები).
ამას წინათ კიდევ რამდენიმე ფორმატის ფურცელი ვიყიდეთ, სიგრძეზე დავაწებეთ და დავხატეთ ოჯახური თანაცხოვრების ვადების სქემა, სადაც, ისტორიულ მოვლენებთან ერთად, ჩავწერეთ ჩვენი წინაპრების ცხოვრების თარიღები, ასევე ჩვენი დაბადების წლები და მოპირდაპირე კედელზე დავკიდეთ პირველ დღეებში, გავლისას, არ შემეძლო თავი შემეკავებინა — ყოველ ჯერზე ვჩერდებოდი რამდენიმე წუთით და მზერით შემოგვივლდი მთელ მე-20 საუკუნეს და 21 ს-ის დასაწყისს: სადღაც ფორმატის მასშტაბის ერთ წერტილში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა და იმავე წელს დაიბადა მამაჩემი; სხვა წერტილში სტალინი გარდაიცვალა და დედაჩემი დაიბადა; მესამეში დასრულდა ვიეტნამის ომი და დაიბადა ჩემი მეუღლე... ყველა მოვლენა იწერება ერთი და იგივე ფლომასტერით, იგივე შრიფტით, იგივე ზომის ასოებით. თუმცა, ეს სულ სხვა ამბავია, ან იქნებ სულაც იგივე?!