ერთ დროს — ოდეს, ერთ დროს, როცა...


                      * * *

ერთ დროს — ოდეს, ერთ დროს, როცა
ლოდებად და ქვად ვიქცევით,
„მორენის ქედს“ შემოზომავს,
ალბათ ვინმე გვამებს ზევით...
იმ სალაშქრო რუქებიდან
(სად ყინული ნელა ლღვება)
და რაც გვახსოვს წიგნებიდან,
ქვის შესახებ, აღმოჩნდება,
რომ ფაქტებს და სიზმრებს შუა,
არის უფრო რაღაც ცხადი.
და ნელ-ნელა ქვის ჩუქურთმას,
დააჩნდება ასო-ბზარი.
დაფასდება შრომა წლებით
და სხვა მომთაბარეები,
იმ ძველ საძოვართა მიღმა,
ახალ ნიშნებს მოძებნიან.