მე ვხედავ, ჩემში ეს მუქი ხე როგორ მოძრაობს...
* * *
მე ვხედავ, ჩემში ეს მუქი ხე როგორ მოძრაობს,
წვრილი ტოტები მაქვს თითებზე შემოხვეული,
ეს სურათია რეალურზე უფრო ძლიერი,
არავინ იცის როგორია ჩემი სხეული.
ჩემს შიგნით არის ხე და ხავსი და მიწის ქერქი,
მზად არის იქცეს ნებისმიერ ამონაზარდად,
მაგრამ ჩვენ ვამჩნევთ, მხოლოდ იმას, რაც არის გვერდით,
მკვდარი ნივთები რომ ცხოვრობენ ჩვენგან ანაზდად.
შესაძლოა, რომ ყველაფერი, რაც დამესიზმრა,
იყოს სიტყვები — როგორც ხალხი, როგორც მხეცები,
როგორც ხეები, ფრინველები მაღლა ზეციდან,
რწმენის გარეშე მაინც რომ ვერ ჩაიხედები!





