ინგა კუზნეცოვა

დაიბადა 1974 წელს კრასნოდარის ტერიტორიის სოფელ ჩერნომორსკში. დაამთავრა მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, სწავლობდა ფილოსოფიას მაგისტრატურაში. მუშაობდა რედაქტორად ჟურნალებში: „ლიტერატურის საკითხები», „ოქტომბერი“. აკეთებდა მიმოხილვებს ლიტერატურულ ჟურნალებზე «რუსეთის რადიოში». ავტორია ხუთი პოეტური წიგნისა «წივწივას სიზმრები»(2002), „შინაგანი ხედვა» (2010), „აერონავტიკა» (2012), «ხეების გულწრფელობა»(2016), «ფრენა»(2019). ბოლო წლებში წერდა პროზას და გამოსცა ორი რომანი. მისი ლექსები გადათარგმნილია ინგლისურ, ქართულ, ჩინურ, პოლონურ, ფრანგულ და სხვა ენებზე. ლაურეატია „ტრიუმფის“ მცირე პრიზის, „მოსკოვის ანგარიშის“, ვოლოშინის საერთაშორისო პრემიებისა. ცხოვრობს მოსკოვსა და პროტვინში, მოსკოვის მახლობლად.
ლიტერატურათმცოდნემ და კრიტიკოსმა დიმიტრი ბაკმა ასე აღწერა კუზნეცოვას ლირიკის თავისებურებები: „არავითარი სტატიკა, არავთარი ჰორიზონტალური მოძრაობა, მხოლოდ ირიბად დახრილი, რომლებიც მიდიან ზემოთ და ქვემოთ — მაგრამ ყოველ ჯერზე აშკარად ავლენენ მოვლენების ახალ კონტურებს. ანალოგია არის «პლასტილინის» მულტფილმი, რომელშიც მეტამორფოზა სიუჟეტზე უფრო მნიშვნელოვანია.»