ქალაქი, რომელიც მე მოვიგონე და ხალხით დავასახლე...


                                         * * *

ქალაქი, რომელიც მე მოვიგონე და ხალხით დავასახლე,
ქალაქი, რომელზეც მე პირადად ამ ღრუბლებს ვუშვებდი,
გახდა უსარგებლო, რადგან ფიქრობდნენ რომ აზრი აღარაფერს
არა აქვს, თითქოსდა სიცოცხლე ხანმოკლეა, ვერაფერს უშველი.

წყდება მუსიკა, მაინც წყდება, მუსიკოსმა რაც არ უნდა ქნას,
ლამპიონები კვლავ ქრებიან, სულ რომ აგინოს ელექტრიკოსმა,
თავბრუ ეხვევა სისულელით სარკეებთან მდგარ მზეთუნახავს,
ქალაქი ზმუის ისევ თითქოსდა.

დამნაშავე ვარ, ბატონებო, ვერ გავთვალე, მაგრამ გრძელდება,
ეშმაკებს გაჰყვა ყველაფერი, მაგრამ ის რაც ჩემად ითვლება,
ის შემოდგომის ხეივანში მიდის მაინც და იცრემლება
და ჩემს ზურგს ფოთოლცვენის ხანა იწყება.