ჰამლეტი
გენადი აიჰგის
მაღალი სცენა გადიქცევა მალე ხაფანგად,
საცაა ფარდა დაეშვება და მას დაფარავს...
სიტყვის მაგიით მონუსხული სუნთქავს დარბაზი,
როგორც კი ბაგეს გახსნის იგი და მყის ლამაზი,
ნაზი ბგერები ყელს შიგნიდან მოაწვებიან...
მსმენელს მორიგი სისულელე მონატრებია.
ფიქრი ისეა შეკუმშული, როგორც ზმნის ფორმა,
ჩამონათვალი აქ შეწირულ სულთა განსრულდა,
ის ყელს ისველებს იმ სითხეთი, ეშმაკს რომ მორჩა,
როცა ბრჭყალები გაიმაგრა შხამით ავსულმა...
რა არის, იცი, ხელოვნება? — სიკვდილთან ომი,
ვით სიყვარული, სიყვარულზეც მტკიცეა მგონი.




