შენ კარგ სიზმარს მოიხმობ — ის კოშმარად ბრუნდება...
* * *
შენ კარგ სიზმარს მოიხმობ — ის კოშმარად ბრუნდება,
შენ მეტოქეს ზურგიდან უმზერ — ისიც ბრუნდება,
თითებზე ხსნი ყველაფერს — ხუთი ხუთთან არ მიდის:
დაგორავენ ჭორები, სული ტკივილს განიცდის.
ბოროტ ვნებას განდევნი — ის კვლავ გამობობღდება,
ჯადოს მოხსნი სამყაროს, ის კვლავ მოჯადოვდება.
სარკეებით უყურებს ხალხი ღამეს ჭუჭყიანს,
მაქციები იქიდან გაუგებრად ყმუიან,
დემონებმა პირები გაულესეს ორკაპებს,
ათეისტი-ბაბუა საფლავიდან მოთხარეს.
შენ ბოროტ სულს განდევნი — ის კვლავ გამობობღდება,
ჯადოს მოხსნი სამყაროს, ის კვლავ მოჯადოვდება.
ხალხი იბრძვის კვებისთვის, გრძნობებს დაიღირებენ,
ფეხზე დაიძინებენ, აღარ გაიღვიძებენ.
გინდაც ყურში ჩაჰყვირე — შრომით, ჯაფით კვდებიან,
ბუ-ბუ-ს იმეორებენ, მაგრამ არ ფხიზლდებიან.
რგოლს ჯაჭვიდან გამოხსნი —კვლავ გამოიჭედება,
ჯადოს მოხსნი სამყაროს, ის კვლავ მოჯადოვდება.
მითხარ მეცნიერულად, ქვეყნად ასე რად ხდება,
ხორცი — სულთან, ვაშლის ხე — ლეშთან, სახე — სახესთან,
ღარებში და ხვრელებში არის საშინელება,
მიცვალებულ ბაბუას უწევს ბრბოში შერევა,
გაასწორებ სქემას და — ის მაინც არ სწორდება,
ჯადოს მოხსნი სამყაროს, ის კვლავ მოჯადოვდება.





