სიკვდილის დუმილის ელეგია


მე დამავიწყდა სიჩუმე შენი,
რომ ვსაუბრობდით, მგონი ის ენაც,
რუსული ვარდი გეჭირა ხელში,
იმ შენს გერმანულ ხაჭოსთან ერთად...

ებრაულ დანას უჭერდი თითებს,
როგორც მორიგე გენერლის მანტოს,
ის იყო სარკით მეტყველი, თქვი ეს,
კვდებოდა ქალი, ამასაც ამბობ!

მე გამოვედი საყვარელ წყალთან,
გავწიე შუქის მიმართულებით,
ის სუსტდებოდა, სიჩუმემ შთანთქა,
ზაფხული ჩქეფდა ირგვლივ სრულებით.

მწვანე ხოჭოზე დავეცი ცეცხლში,
აღვირახსნილი რქიანი შუბლით...
მე დამავიწყდა სიჩუმე ენის
და საუბარი, ვამბობდი თუ ვთქვი...