ხვლიკი


ღრუბლიან და თაფლით სავსე კავკასიურ ვოსპზე
და საძილე არტერიის სანაპირო ზოლზე

ღიმილის ქვეშ ეშმაკურად მომზირალმა თვალმა
გაიბრწყინა, გაიელვა და უფსკრულში ჩალბა.

მღვიმეებში ჟონავს ძუძუ გამჭვირვალე კვარცის,
ხალვასავით იშლებიან ფენოვანი ქვანი.

გაგვახსენა ხვლიკმა ასე ბედისწერა დღეთა,
როს ხეობებს ღეროები ჩამოეკიდება.

როცა იგი თავის კუნთებს მთლიან ხორცში ჩასვამს
და მტაცებლურ თათებს მშვიდად ზღვის ტალღები განბანს.