მწვანე ქოლგას, ბურდოკებს, ჭინჭრებს, ასტრაგალუსებს...


                                            * * *

მწვანე ქოლგას, ბურდოკებს, ჭინჭრებს, ასტრაგალუსებს,
თავი ორეგანოსაც მაღლა აუწევია,
ხელოსანი პატარა სამუშაოს ასრულებს,
ფართო ქოხში ტირიფი ძველ მეგობრებს ეწვია.
მე კვლავ თვალებს დავხუჭავ, დავინახავ ისევ,
როგორ ეალერსება ის ყვავილი პისტიკს,
ზოლებიან მინარეთს ტყის ბალახი მისდევს და
ყვითელ კოლზას გულმკერდზე ერთი ჯვარი უზის.
ცივ ლიმფათა ნაკადად, როგორც სისხლი ძარღვებში,
მიდის ჩვენი ცხოვრება, გზას ვერავინ უღობავს,
მდინარე კი იცინის და შუბლს იკრავს, ამ წესით,
უნდა გამოისყიდოს რითმის ბანალურობა.
წყლის ნაპირზე დადიან მწყობრით ჭიანჭველები,
ქარი ამტვრევს ხის ტოტებს ისე მოურიდებლად,
ფუტკრებივით ზმუიან რითმიანი ბგერები,
და ზეცაში გუგუნებს თანხმოვანთა დილემა.
ლურჯ ფოთლებში ფრთებს იბანს ანგელოზი ციური,
ყვავილივით პეპელა სინათლეში მიფრინავს,
თუ მოუსმენ, გაიგებ, როგორ დგება ღვთიური,
კურთხეული საათი საზაფხულო წირვისა...
ფიჭვი, როგორც და შენი, მხრებით რომ გედიდება,
წყლის ცივ ზედაპირიდან ნემსები რომ უცვივა,
ხედავს, წყარო სიტყვებად როგორ მოედინება,
და ფონს როგორ უმაგრებს ვოლგას ტალღებუხვიანს.