აბა, რა დღეა ოცი აპრილი?...

                  * * *

აბა, რა დღეა ოცი აპრილი?
ტრიალებს თოვლი.
კვლავ სამუშაო დღის დასაწყისი.
და კაცი მოდის

და დგება მარტო გაჩერებაზე,
სხვა იქვე ბორგავს,
ვით ამის ჩრდილი, თავის ნებაზე,
და თოვლი მოაქვს.

წამოდი ძმაო მაღაზიამდე ვიაროთ ფეხით,
და მერე სახლშიც,
ო, ღმერთო, ჩემო, ცხოვრება არის,
გაწელილი რეზინის მსგავსი.

კითხვებს გვისვამენ სად არისო
საწყობი თოვლის,
პასუხი არა გვაქვს და უბრალოდ
ცრემლები მოგვდის.

გაჩერებაზე ნახევარი საათი ვიდექ
და გავიყინე,
მაგრამ მხოლოდ იქ?..
რეკლამებში და ბილბორდებზეც
თავი იჩინეს...

ბეჰემოტებმა, რაღაც აზრის წარმოსაჩენად,
ნესტო გაშეშდა,
შენ მითხარი, რომ შემეხედა ბეჰემოტისთვის,
ვუცქერ და ვხედავ.