ახალი ინფორმაცია პეტრარკასა და ლაურას შესახებ


ლაურა წერილს წერს პეტრარკას
Times New Roman შრიფტით
ინტერნეტ-რვეულში ნეტარად

წერილი ქრება

პეტრარკა სონეტს წერს ლაურას
თითებქვეშ რბის კლავიატურა

წერილი ქრება

ცვივა ფოთლები ასოების ლუარას კაბას
ისე არიან
ერთმანეთთან ისინი ახლა
ახლოს რომ აი ხელს გაუწვდი
ეხება თითებს
მარცხენა მაჯა