შვიდ მაღალ ბორცვზე, ტყეებში ცისფერ...
* * *
შვიდ მაღალ ბორცვზე, ტყეებში ცისფერ,
მეფე ბალახი ფოთოლზე შვიდზე,
შვიდ მაღალ ბორცვზე, შვიდ ქარზე და ერთ
ბალახის ღერზე იზრდება ასე...
ხოლო მეორე ფოთოლი — ჭიის,
არა მწარე და ცისფერი ისიც,
მესამე ალის, მეოთხე თეთრი,
ანგელოზიც რომ ამათზე მღერის,
მაგრამ ულაყის ფეხების ხმაზე,
გაჩნდა მეხუთე ფოთოლი — მწვანე.
მეექვსე ფოთოლს აქვს ოქროს ყლორტი,
მეშვიდეს — უხეშს, კერა აქვს ქოხში.
ბალახზე ჩიტი ჩრდილ და ჩრდილ მღერის,
ივანოვის დღეს იღებენ ჯეჯილს,
ტყეებში ცისფერ, გზა-ჯვარედინზე -
იმალვის კაცი ბალახის ძირზე.
ბალახი ერთი ნეკნია მისი,
და მხოლოდ ერთი სიკეთის წილი.
მის სიკეთეში უფსკრულის ძებნით,
მოჭერი ფრთხილად ფოთოლი ერთი.
შვიდ მაღალ ბორცვთან, შვიდ ქართა გვერდით,
თუ ადამიანს აიყვან ხელში,
ამოაცალო მას უნდა გული,
შემოაგლიჯო ფოთოლი ლურჯი,
და მერე უნდა ატარო მკერდით,
ზარდო შვილები და წერო ლექსი...





