გაზაფხული

              
ეს ის არის. ეს ის არის.
იბზარება ყინული და ბზარები ღრმავდება,
ყინულის ქვეშ ბობოქრობს გაბერილი მდინარე,
ბზინვარება მდინარის იკვეთება ტალღებთან,
ნაგატინსკის ნაპირზე გაზაფხული ივანებს.
დამთვალიერებელთა, ძაღლთა, ყვავთა ხედიდან,
ისმის წითელ სახანძრო მანქანათა ჩახჩახი,
გაჰყვირიან ბავშვები: ტია! ტია! დეიდა!
ყინულის ქვეშ გამოჩნდა ჯერ პირველი დამხრჩვალი.

 ეს ის არის.

ცისარტყელას მღვრიეში, ჩანს მბჟუტავი ფსკერიდან,
ტანზე შემოძარცვული სველი ჯინსის ქურთუკი,
დაღრღნილია მკვდარი წყლით, სავსე ნაგვით, ტალახით,
სიგარეტის ნამწვავით, კიდევ რასაც დაიტევს,
გაზაფხული ნებივრობს ნაგატინსკის ნაპირზე.

არ ჩანს არც ფეხსაცმელი და არც სახე არა ჩანს,
კიბეები სიღრმეში ისე იწელებიან
და წყლებს ეჯახებიან, დიან მერე გადაღმა,
წყალში მეხანძრეები ძვრებიან და ძვრებიან.

სიხარული ბავშვური, გაკვესილი ყვირილი,
მზემ საშინელ ჩაფხუტებს თავზე გადმოანათა,
მოერიდე, გაცურე და მეხანძრეც მიდის იქ,
რაღაც კაუჭს ეხვევა იმ კიბეზე ანაზდად,
მაგრამ, ვაი, ეს კიბეც მოიღუნა, რაღა ქნას...

 ზემოთ! ზემოთ! ქურთუკზე მოეჭიდეთ! ის არის!
გაზაფხული კვნესის და კრძალვით თვალებს ილულავს,
აღტაცებულ ბრბოს თავზე კაუჭებით მიმწყდარი,
წყლიდან ამოყვანილი ქალის გვამი მიცურავს.