ზახარ პრილეპინი

პრილეპინი ზახარ (ევგენი ნიკოლოზის ძე, 1975 წ.) — მწერალი, ფილოლოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, რედაქტორი, ტელეწამყვანი, მსახიობი. „ეროვნული ბესტსელერის“ პრემიის (2007), ასევე რუსეთის მთავრობის (2016), „დიდი წიგნის“ (2014), „იასნაია პოლიანასა“ (2006) და მრავალი სხვა პრემიის ლაურეატი.
დაიბადა რიაზანის ოლქში, ისტორიის მასწავლებლისა და მედდას ოჯახში. მსახურობდა სპეცრაზმში, მონაწილეობდა ჩეჩნეთის საომარ მოქმედებებში. დაამთავრა ნიჟნი ნოვგოროდის ლობაჩევსკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. მოღვაწეობდა ჟურნალისტიკაში, იყო მთავარი რედაქტორი. ტელევიზიაში მიჰყავდა საავტორო გადაცემები და მუსიკალური შოუ, თამაშობდა ფილმებში. მ. გორკის სახელობის მოსკოვის სამხატვრო თეატრში იყო ლიტერატურული განყოფილების უფროსი.
პრილეპინის წიგნებში იპოვით „ყოველდღიური რუსული ცხოვრების ჭეშმარიტებას» და „რუსულ გმირულ მაქსიმალიზმის» აღსარებას, ნათელ გამოვლინებებს, ისტორიულ, სოციალურ და რომანტიკულ პათოსს.