არ უყურო ტელევიზორს. არც მარკეტი ნახო...


                                * * *

არ უყურო ტელევიზორს. არც მარკეტი ნახო.
ტელეფონი გამორთე. დარჩი მარტოდ-მარტო.
შენ თავდაცვაც უნდა შეძლო.

საწოლიდან არ წამოდგე. თქვი, რომა ხარ ავად,
კვამლში თავი მოაჩვენე ან მუნჯად ან მთვრალად.
შეიძლება არ შეგეხონ.

თავზე რამე დაიხურე და თვალებზეც რამე,
გამოთიშე თავსაყრდენი, ზურგი გაამაგრე.
სუნთქვა შეიკარი. —

ისე, როგორც დრტვინვა იცის ღამით ძველმა შიშმა,
თითქოს შიშმა სიცოცხლისამ, ან სიკვდილის შიშმა.
მოსმენაც კი უცნაური არის.