ანა არენშტეინის ნახატზე «შემწვარი კვერცხი დილის საუზმისთვის»
მთლად ჩაღრმავებულს ნახევრად ბნელში,
მოაბრძანებენ ყავადანს ხელით,
თავგადმოხრილი ჰორიზონტიდან
და ამავე დროს სუფრაზე მდგარი,
მარცხნივ ცხვირით და ხელკავით მარჯვნივ,
ის მთელი სულით შუაში იდგა.
თუ ლოგიკურად შევხედავთ საგნებს,
საინტერესო ფენომენს ვარკვევთ,
რაც საგანია განსჯის და ფიქრის,
რა მოვლენაა ეს ყავა ნეტავ?..
რისიც ჩვენ ახლა ყველანი ტყვე ვართ,
რა შეგრძნებებით მივდივართ იქით?..
თუმც ამავე დროს თუკი მას მეტა —
ფიზიკოსურად ახლოდან ვხედავთ,
(თუნდაც შორიდან?) არც ახლა, ადრე
ხუთი წუთით, ან ათით ან მთელი,
საუკუნეთა მანძილზე ველით...
ის სიმბოლოებს და ნიშნებს გვაძლევს.
მით მყარი არის ყავადნის ნიშა,
თუმცა არ ვიცით, გარეთ თუ შინად,
უფრო სწორად კი არ ვიცით არვინ,
ჩვენ მის შესახებ ცოდნას ვფლობთ რამდენს?..
ყავადანი კი გვიჩვენებს სახეს,
ზღვარზე დგას და ზღვარს მიღმაა მაინც.
სამარილესაც სახე აქვს ორი,
ამაში არის მარილიც, ჭორიც...
და მხოლოდ ტაფა, ტაფაა ერთი,
რომელიც ჩვენგან არაფერს მალავს,
ეს რაღაც ნივთი და აი ახლა,
ჩვენს თვალწინაა შემწვარი კვერცხი!
რეალურად კი ასეა საქმე:
შიშველი არის ტაფა და სახე,
ეს „გლაზოკები“ მალავენ მისას
და მას ჭირდება მესამე თვალი,
(სიგიჟის ცეცხლი კანკალებს მასში),
უფალმა სწორედ მას ეს არ მისცა.
აქვს ამ სიგიჟეს არც დასაწყისი,
არც დასასრული... მამის აჩრდილი,
ძლიერ სიმბოლოდ თავზე ადგია,
ჩხვლეტენ გიჟური მოჩვენებები,
როგორც ნიშნები, იმის ჩვენებით,
რომ დაემალო ბედს, გვიანია.
„ყოფნა არ ყოფნა?» — კითხვა ისმის
და კითხვაც აღარ ღირს უკვე ტკივილად.
უბედურისთვის ახლაც ძნელია,
იმის ცნობა, რომ მისკენ შორიდან,
ჩანგლის პირები რისხვით მოდიან...
საშინელია, საშინელია!





