დარჩე ნაცრისფერ ქუდიან ბიჭად...
* * *
დარჩე ნაცრისფერ ქუდიან ბიჭად,
საკუთარ თავთან, რომა ვთქვათ მოკლედ.
სიმართლისა და გაგონილს მიღმა,
ვენდოთ სექტემბრის გაცვენილ ფოთლებს.
დავსხდებით სკამზე, ხეივნის გასწვრივ,
ვიხეტიალებთ იქ, სადაც მუდამ,
მომავალს, წარსულს ერთ კარტად გავშლით,
წავალთ და მოვალთ ისევე უკან.
მიყვარს სევდიან სურთთა ცქერა
და შემოდგომის შტრიხები მკვდარი,
ლურჯ გუბეებში რომ ყვავის კენკრა
და იწერება ლექსები ღამის.
როგორც აჟღერდა გამები მისი,
აღარაფერი შემორჩა ხსოვნას,
რაფაზე წვიმის ხმაური ისმის,
იქნებ და მართლაც არც რამ არ მოხდა.
თუმც, უნდა ითქვას, რომ იყო ბიჭი,
ხელისგული რომ სახესთან მიაქვს,
ლექსების წერის მას ჰქონდა ნიჭი
და სტრიქონებიც აღწევდნენ ფინალს.





