ვიჩქაროთ, ღარიბი მაგიდა დავამშვენოთ ...

                 * * *

ვიჩქაროთ,
ღარიბი მაგიდა დავამშვენოთ
ალისფერი პომიდვრებით,
ხუჭუჭთმიანი ოხრახუშით და კამით,

 ნივრით,
სურნელოვანი წიწაკითა და ხახვით,
ხორკლიანი კიტრებით და
და საზამთროს ნაჭრებით. — ზეთმაც,

 როგორც სარკმლის ქვეშ
ქარვისფერმა მზემ,
იკაშკაშოს მის ზედაპირზე. — დროა
დავჭრათ შავი პურიც, თეთრი მარილით,

 არ ვიძუნწოთ,
დავდგათ მთლიანი ხონჩა,
ყურძნისწვენით სავსე ბოთლებიც
არ გვაწყენდა. — მშვენიერია

 გემრიელად შიმშილის და
წყურვილის მოკვლა! —
დამდეგ შემოდგომას
საწყალობლად არ დავნებდებით, არ დავნებდებით

 არასოდეს. —
ყოვლისშემოქმედისთვის
ცელქი საყვარლები
პირქუშ მოძულეებზე
უფრო კეთილები არიან.