შუა სამყარო
მე დავანთე ცეცხლი, გამოვკვებე ალი,
შიგ ჩავასხი სისხლის ათასობით წვეთი,
ოქროსფერი, ჩემი ნაღდი სისხლის წვეთი,
გაჟღენთილი მწველი, ყველაფრის მხედველი.
ცეცხლმა იწყო უცებ ღრიალი და სტვენა,
შეიშალა მგონი, ცეცხლის ენებს ჰყრიდა,
მიმოფანტა ირგვლივ ნაპერწკლები ბნელში,
ვარსკვლავებისაკენ მიფრინავდა ყველა.
ცას მიეყრდნო მკერდზე სქელი კვამლის სვეტი
და გველივით მერე ქანაობდა ცაზე,
დიდხანს იქანავა, შეეჟონა ზესკნელს.
ვარსკვლავებმაც სტვენა და ღრიალი მორთეს,
ტრიალებდნენ, პულსებს უსინჯავდნენ ერთურთს,
სუფთა მწვანე ლენტებს მოახვევდნენ ბოძებს,
ელექტროსადენთა ციმციმი და კრთომა,
ძლიერ ჩამოჰგავდა ჩრდილოეთის ციალს.
მე გავკიდე ცეცხლის ირგვლივ ამულეტი,
კედართა და ნაძვთა წითელ ხის ტოტებზე,
ძლიერ და სუსტ, მაგარ და ნაზ ხის ტოტებზე,
გაყინულ და მთვლემარ მტკიცე ხის ტოტებზე,
მკვრივ თოვლიან ბუჩქთა უძილო ტოტებზე.
ნახშირები ძრძწოდნენ შემოხაზულ წრეში,
მათ ქვეშ მიძვრებოდნენ ხის ფესვები თბილი,
თოვლით ივსებოდა, ვით ბუნაგი დათვის,
დედამიწის სისხლი გალღვა, გაიცრიცა,
მიწის მარილით და გალღობილი თოვლით,
ქვედა სამყაროსიც ყური გაიჟღინთა.
თლიდნენ ამულეტებს ფრინველთ კლანჭებიდან,
და ვალუსის ძვლისგან
და შელოცვებს უკვე აკეთებდნენ მათზე,
ჰგავდა მწვანე შუქი
ჩრდილოეთის ციალს.
მე წამოვხტი მერე, დავეჯახე ტამბურს,
დავტრიალდი როგორც მოცეკვავე მგელი:
თქვენ ათასო წმინდა სულო გადაფრინდით,
თქვენ ათასო წმინდა სულო გაიქეცით,
თქვენ ათასო წმინდა სულო გადაცურეთ,
დაუდექით ოღონდ ძველ აიას გვერდით.
ვინახავდი მიწას მე ათასი წელი,
მიწასაც და ყველას, ვინც მიწაზე ცხოვრობს,
ვინც ხნავს, ფიქრობს, სუნთქავს, დაფრინავს და მღერის,
ბანაობს და უყვარს, დაეხმარე ოღონდ.
ყველას, ვინც მიწიდან იზარდა და იშვა.
ხელში მეპყრო ყველა მე ათასი წელი.
ვამშვიდებდი ტალღებს, ვაგროვებდი თევზებს,
ვათვინიერებდი ტყეებსა და მხეცებს,
ჰაერს ვამაგრებდი, ვარწყულებდი ჩიტებს
და სიმდიდრეს ასე ვაგროვებდი ნელ-ნელ...
მტრებს, რომლებმაც ხაზი გადაკვეთეს, ვსხეპდი,
დღეს კი ჩემი ძალა მიიწურა, ვხვდები.
დროც გადაიხარა, დროც გაცივდა თითქოს,
ჩემი ძვირფას მიწის სხეულს ეტყო დაღლა,
ეს სამყაროც შუა ბოროტებამ ძლია,
არ ანებებს სუნთქვას და ტამბურიც ჩაქრა.
სულ ერთმანეთს ჭამენ. არაფერი ახსოვთ.
სხვის ტკივილს და წუხილს დღეს არავინ არ გრძნობს.
მე კი ამ ტკივილმა სულ მომიღო ბოლო,
თვალებს ბროლი არ აქვთ, გაეყინათ ცრემლი,
ნესტიან მიწის ქვეშ, მუდმივ ყინვაში,
ჩემი მწუხარება დუღს და მაღლა იწევს,
ფეხით მიმოდიან ეს მდუმარე მთები,
ქაფში ეხვევიან ავადმყოფი ზღვები.
დამეხმარეთ ჩემო მეომარო ძმებო,
დავიღალე, მაგრამ წასვლა აღარ ძალმიძს,
ეს ვის დავუტოვო? რაც ცოცხალი არის,
ყველაფერი ახლა დამალული არის.
თითქმის სულ ბოლომდე გამჭვირვალე გავხდი,
დააჩქარეთ, მოდით ჩემო ძმებო, დებო.
კანკალი აქვთ რტოებს, თოვლის მასა დნება,
ნაზი ფერფლის ფითრი ცვივათ ამულტებს,
მწვანე ფერი შერჩათ ამ გაცრეცილ ლენტებს,
ის რომ იყოს მარტო, იდედოფლოს ქვეყნად.
ვარსკვლავებიც ცეცხლის ცხელ ხახაში ყრია,
გაიფანტა ცეცხლი, ჩაიბჟუტა, ჩაქრა,
შემოერტყა შამანს გარეშემო ჩრდილი
და დაიწყო სტვენა შავ ჰაერით მთვრალმა:
ფერიცვალებაა, სამყაროში ვხვდები,
ხდება გადაფარვა გამონათებების.



