მასწავლე ცურვა, ელასტიურ წყლის ჩახუტება...


                                  * * *

მასწავლე ცურვა, ელასტიურ წყლის ჩახუტება.
თავისუფლება მე ასეთი ვიცი თარგმანით,
იმ ხის ენაზე, ნიჩბიან ნავს რომ ეყუდება,
მშრალის და მწარის, როგორც შავი კენკრის მარცვალი,
როგორც წუხილი შუაღამით ფეხით მავალის.

ნახე, რამდენი წელი არის, გდია ნაპირზე,
ეს ნარჩენები გაუმაძღარ მოცურავეთა,
გავრბივარ ჩემგან, როგორც ლავა, როცა აპირებს,
იქცეს ლანდშაფტად, სამუდამოდ დარჩეს გარედან.
მასწავლე ცურვა, არ დავმარცხდე ამ მდინარესთან.

თუ არსებობა გაგრძელდება, დროც დაემთხვევა,
ალბათ შევხედავთ გაოცებულ ვიწრო სახეებს,
ამ საოცარი თევზებისა და დროს ერთხელაც,
სქელი დროისა და წყლის სიღრმეში შემოვაჩერებთ...
და მერე