ყველას! ყველას! ყველას!..

                     
                * * *

ყველას! ყველას! ყველას!
აუზზე დაიწყო სიარული გოგონამ ჩვენმა!
— შეანჯღრიე, სქელტრაკა, შეანჯღრიე, — დედამ ნება დაგვრთო.
მოდი და გავამზადოთ.

ჩაუდო პირსახოცი, „არაფერი“, წარმოთქვა ნაზი ხმით,
„მე შენ ჯერ კიდევ პატარას გახვევდი მასში“.
ჩაუწყო საფენები და საპონი, ქუდი და საცურაო კოსტიუმი.
ამბობს: „დებილი რომ არ გახდე, ქუჩაში სველი თავით ნუ ივლი“.

და ჩვენი გოგონა წავიდა, ჩანთაზე ქამარი ჰქონდა.
და როცა გასახდელში მივიდა, დაჯდა სიჩუმეში, ჰოდა.
ოთხი გოგონა შემოვიდა, ხორციელ ანგელოზებს ჰგავდნენ.
ჩვენი მათ თვალებში უყურებს, მოუნდა წავიდეს სადმე:

— ღმერთმა დახატა, — ფიქრობს, — როგორ გავიხადო მათ წინ?!
ტრუსი მაქვს «მშვიდობით, სინორჩევ,» მკერდიც ბავშვობიდან ბავშვის.
ისინი კულულებს იქნევენ, ცალ ფეხზე რბიან და ხტიან.
ამ ჩვენს გოგონას მტირალს, კი კვლავ ნივრის სუნი ასდის.

— აბა რა, — თქვა დედამ, — მოიტან ან ინფენქციას, ან გრიპს.
ბევრი ინიავა გოგონამ. სუნი ასდიოდა მაინც.
ოჰ, რა ლამაზები არიან, ისინი შიშველნი, ქმნილნი.
კაბას არ, ჯერ იწევს კოლჰგოტკებს, მერე თავსაბურავს იხდის.

წელამდე საცურაო კოსტიუმს იცვამს და გაიხდის კაბას,
მოიძრობს ბიუსტჰალტერს მკერდიდან. კოსტიუმი მკერდამდე ააქვს.
შხაპიდან მოდიან ისინი, იცვამენ, საათი გადის.
დედიკოც სულ ამას ამბობდა: ნუ ივლი შენ სველი თავით.

ზის ჩვენი გოგონა საშრობში, ჰხედავს ნეტარებით როგორ,
სხეულის ნაწილებს აბრწყინებს ეს ოთხი გრაცია გოგო,
მშვენიერ სიტყვებსაც ამბობენ: ბურჟუა, სენ — ლორან, კლემა...
ის მიდის პირდაპირ ოთახში. თავისით შემოდის დედა.

რადა ხარ მოწყენით? იცურე? რად დუმხარ? ხვალისთვის რა გაქვს?
და ეს კი, ეს ჩვენი გოგონა, ზის ჩუმად თავისთვის, თაგვს ჰგავს.
წერტილებს უყურებს, სტრიქონით ტირის და მძიმით წყნარობს,
შემდეგ კი ამბობს.

აი, შენ, მითხარი დედიკო, ქალური ნივთები შენი,
სად არის, ან ლაქი ფრჩხილებზე, ტუჩებზეც საცხი არ გშვენის,
შენი ამ „ქალობის“ გამოა, რომ არაქალური ვარ მეც,
რომ „პანი ვალევსკას“ „წითელი გარიჟრაჟისგან“ ვერ ვარჩევ.

ის კი არ იცოდა გოგონამ, რომ უსიყვარულო დროში,
კაცს თავიც არ უნდა თავისი, არ უღირს არც ერთი გროში,
როცა მას არავინ არ ათბობს, არ ჩუქნის სიყვარულს არვინ,
შენ ჩვენო ძვირფასო გოგონა, გაცურე, გაცურე, გასწი.