ბეჰემოტ ალმაზის გარდაცვალებაზე სვერდლოვსკის ზოოპარკში 2012 წელს
გარდაიცვალა ჰიპო ალმაზი
დღეს ჩვენს ქალაქში.
იყო მწუხარე ეს დღე ლამაზი,
ცრემლთა ღვარღვარით.
ის თითქმის ჩემი ასაკისაა,
ოცდაჩვიდმეტის,
ალბატროსივით გარდაიცვალა,
მოკვდა სიბერით.
ის მახსოვს მთელი ჩემი ბავშვობა,
იწვა ტალახში,
ჭამდა, ცოხნიდა და ავადობდა,
სავსე განავლით
იკვებებოდა კომბოსტოთი,
ხან ნაძვის ხითაც,
ცხოვრება ჩვენი ყველა დროში,
მძიმეა ვითარ
ჰგავს ჰიპოპოტამს, ვართ ცხოვრების
ტრამვებს ჩვეულნი,
ადამიანი არის მართლა ფლიდი,
წყეული.
ვცხოვრობთ სუნიან ორმოებში,
ბიბლიელები
და აფრიკული გუგებიდან
სიკვდილს შევცქერით.
მოდი, სიმღერას რამეს შევთხზავ
ბაცი რითმებით,
ტყუილად ხომ არ ვზივარ მე აქ,
ლექსის მჩხიბველი.
სიმღერა:
„დედა, მინდა ვიმუშაო,
ზოოპარკში მინდა ახლა,
რომ ბეჰემოტს უშველებელს,
დიდ მილიდან წყალი ვასხა.
რომ ვაჭამო ფორთოხალი
და სტაფილოც ტკბილი მივცე,
სიყვარულით ვიყო მასთან,
მივანიჭო სიხალისე.
ჩვენ კიდეზე ჩამოვდექით,
ვაკვირდებით დალოცვილებს,
მჯერა ყველა ეს ცხოველი,
რომ სამოთხეს დაიმკვიდრებს“





